fbpx

 ახალ წელს ყველაფერი კავშირშია


გააზიარე სტატია

განსხვავებული გემოვნების თუ ინტერესების მიუხედავად  ახალი წელი გვაკავშირებს და  ყველა ის შეგრძნება გვაერთიანებს, რაც ახალ წელთან კავშირშია!

აი თუნდაც –  დეკემბერი დგება თუ არა, მაშინვე ვიწყებთ ახალ წელზე ფიქრს. ყველა თავისებურად ემზადება. ზოგი ზამთრის პირველივე საღამოს, ზოგი კი წლის ბოლოს, 31 დეკემბერს იწყებს საახალწლო ნაძვის ხის მორთვას, რომ  ახალი წელი ერთ დიდ ჯადოსნურ დღესასწაულად აქციოს და გააქროს ზღვარი განსხვავებებს შორის.

ან, როგორც ამ საახალწლო ზღაპრის მორიგი გმირები… ისინი ვერ თანხმდებიან: ერთს IOS მოსწონს და “ვოისები” ურჩევნია. მეორე კი ყოველთვის ანდროიდის ერთგულია, ბრაზობს, როცა “ვოისებს” უგზავნიან და მხოლოდ ტექსტური მესიჯებით უკავშირდება ახლობლებს

ესენი კი მუდმივად იმაზე დავობენ, თხილამური ჯობია თუ სნოუბორდი. ახალი სასრიალო სეზონის გახსნისას ერთი გუდაურში გაემგზავრა, მეორეს კი ერთი სული აქვს ბაკურიანში, კოხტადან როდის დაეშვება.

სილქნეტში  ფიქრობენ, რომ, როცა დღესასწაული გიხარია, ამ დეტალებს მნიშვნელობა არ აქვს, განსხვავებები აღარ უნდა გადარდებდეს, რადგან  ახალი წელი ყველას გვაკავშირებს  – სწორედ ამიტომ მრავალფეროვანი და ყველასათვის მორგებული ფასდაკლებებით და აქციებით მოგვილოცავენ ახალ წელს!

უნიკალური შესაძლებლობა აქვს სილქნეტს გაჩუქოს ჯადოსნური დღეები  და გაგამხნეოს ახლა, ისე როგორც არასდროს. დაგაკავშიროს ახლობლებთან, ყველა არხზე საახალწლო პროგრამა აგიციმციმოს და უფრო მეტიც – ინტერნეტი ჩაგირთოს საჩუქრად შინ და გარეთ. მოკლედ, სილქნეტი გილოცავთ ახალ წელს და ჯადოსნურ დღეებს გაჩუქებთ.

29 – 7 იანვრის ჩათვლით  ეს საახალწლო შეთავაზებები არ გამოგრჩეთ:

 

ამ ახალ წელს Silk Cosmo გაორმაგდება.

ჯადოსნურ დღეებში ყველა პაკეტს გაორმაგებული ბონუსით ჩართავ ამ ფიფქიანი კოდით *200# 

  • დღიური კოსმო ასეთი ულიმიტო არასდროს ყოფილა. ტარიფი იგივე 1.5₾,პირობა –  გაორმაგებული: ულიმიტო წუთები, SMS და რაც მთავარია 1000MB ინტერნეტი;
  • კოსმო არის ულიმიტო SMS, 200 წუთით და 2GB ინტერნეტით – 7₾
  • მეგა კოსმო კი – 440 წუთით; 3GB; ულიმიტო SMS – 12₾
  • კოსმო მაქსი სასაუბრო წუთებს და SMS-ებს არ დაგითვლით და 10GB ინტერნეტსაც ჩაგირთავთ – 30₾;

მხოლოდ ინტერნეტი გსურს? აირჩიე მოცულობის და დღეების მიხედვით:

  • 4GB (14 დღე) – 3₾
  • 4GB (28 დღე) –  5₾
  • 12GB (14 დღე) – 6₾
  • 12GB (28 დღე) –  10₾

 

აღიარე, რომ განსაკუთრებულ სილქფესტს ელოდები.

„ულიმიტოები“ –  ეს ის სურვილია, რომლის ახდენა მხოლოდ სილქნეტს შეუძლია. აი, ნახავ სულ ხაზზე იქნები, სადაც უნდა იყო –  შინ თუ გარეთ, სტუმრად თუ აბრჭყვიალებულ ქალაქში, მთაში, ბარში, გზაში. 29 – 7 იანვრის ჩათვლით რასაც მოისურვებ, ყველაფერს ჩართავ:

  • ულიმიტო სასაუბრო 10 ლარად –   ვადა 30 დღე, აქტივაცია *202# (*202*6#)
  • ულიმიტო ინტერნეტი 19 ლარად – ვადა 30 დღე, აქტივაცია *202# (*202*7#)
  • 3 GB  4 ლარად –  ვადა 30 დღე, აქტივაცია *202# (*202*3#)
  • 200 წუთს + 200 SMS 4 ლარად –  ვადა 30 დღე, აქტივაცია *202# (*202*4#)
  • 3GB + 500 წუთი 10 ლარად –  ვადა 30 დღე, აქტივაცია *202# (*202*5#)

ისაუბრე საქართველოს ნებისმიერი ოპერატორის ქსელში და მიულოცე ახალი წელი საყვარელ ადამიანებს! 

 

და როცა ახალ წელს ჯერ სახლში ხვდები… მიიღე ყველა არხი საჩუქრად და დაიმატე 20 მბ/წმ ინტერნეტი უფასოდ.

თუ მაინც  გადაწყვიტე, რომ 29 დეკემბრიდან   7 იანვრის ჩათვლით სახლში დარჩე, ან მოკრძალებულად, გახანგრძლივებულ უქმეებზე მეგობრები შინ შემოიკრიბო, ამაზეც ნაფიქრი აქვთ სილქნეტში.

მიიღე Silk TV-ს ყველა* არხი საჩუქრად (გარდა www.silknet.com-ზე მითითებული გამონაკლისისა)– ქართულმა და უცხოურმა ტელეარხებმა სადღესასწაულო ეთერი უკვე დააანონსეს. შენ კი ამ ჯადოსნურ დღეებში,ჩვენგან ყველა* არხს საჩუქრად მიიღებ. შეუზღუდავად ისარგებლე Silk TV-ის სერვისით, მოძებნე და ნახე საყვარელი საახალწლო ფილმები სხვადასხვა არხზე, დატკბი კონცერტებით, ჩაუჯექი სპორტულ გადაცემებს და შეაჯამე წელი ტელეეკრანთან.

ამ პერიოდში თუ სახლის ინტერნეტის სიჩქარის  გაზრდას მოისურვებ, შეგიძლია  „ინტერნეტ ბუსტი“ 20 მბ/წმ-ით მეტი სიჩქარით ჩართო საჩუქრად. ამისთვის მოკლე ნომერზე – 90056 მარტივად გააგზავნი SMS ან პორტალიდან my.silknet.com თავად გაიაქტიურებ ამ მაგიურ საახალწლო საჩუქარს, ან ცხელ ხაზზე – 2100100 დაგეხმარებიან. „ბუსტის“  ეს პირობა ძალაში დარჩება 21 იანვრამდე.

 

მეტი რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!

სწორედ კარგი დროა მადლობის სათქმელად, საჩუქრების დასარიგებლად, სიურპრიზების მოსაწყობად. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ და მადლობას გიხდით ერთგულებისთვის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.