fbpx

ერთად ყოფნის სიხარულით Moët & Chandon-თან ერთად


გააზიარე სტატია

30 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ (ათონელისა და ხაზინის ქუჩების კუთხეში) ლეგენდარული ფრანგული შამპანურის – Moët & Chandon-ის ბარი და საახალწლო ინსტალაცია გაიხსნება.

Moët & Chandon-ის ბარი 30 დეკემბრიდან 14 იანვრამდე იმუშავებს და საყვარელ ადამიანებთან შეხვედრებისათვის, ახალი წლის ატმოსფეროს შეგრძნებისათვის საუკეთესო ადგილი იქნება. 30 დეკემბერს თბილისი  Moët & Chandon-ის გლობალურ კამპანიას – Effervescence-ს უერთდება, რათა  კაშკაშა და შუშხუნა ახალი წელი თავისი ლეგენდარული ხელწერითა და ოსტატობით იზეიმოს.

წელსაც Moët & Chandon-ი მთელი მსოფლიოს გარშემო სადღესასწაულო ღონისძიებების მასპინძლობით მილიონობით ადამიანს კიდევ ერთხელ უზიარებს ერთად ყოფნის სიხარულს.

შამპანურის სახლის გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდება მუსიკალური პერფორმანსები, წარმოდგენები „მარადიული შუშხუნის“ ოთახებში და რაც მთავარია, Moët & Chandon-ი 20-ზე მეტ ქალაქს ეწვევა, რომელთა შორისაა: სიდნეი, ჰონგ კონგი, იოჰანესბურგი, ლონდონი, მილანი, მადრიდი, ამსტერდამი, მოსკოვი, ნიუ-იორკი, პარიზი, მეხიკო და თბილისიც.

MAKE A WISH! – ამ დევიზით აღნიშნავს წელს ლეგენდარული ფრანგული შამპანურის სახლი Moët & Chandon მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დედაქალაქში ახალი წლის დღესასწაულს. Moët & Chandon-ის ბარების სტუმრები თავიანთ ყველაზე სანუკვარ სურვილებს სპეციალურად მოწყობილ ჯადოსნურ ყუთში მოათავსებენ და ერთიანობის სადღეგრძელოს შესვამენ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.