fbpx

ნაძვის ხის საბჭოთა სათამაშოები – ისტორია და კატეგორიები მოკლედ


გააზიარე სტატია

ავტორი: თათუკა კვაშალი

 

2022 წელს რუსეთის იმპერიის დასრულებიდან 105 წელი სრულდება. 1918 წელს ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნა  აიკრძალა და 1 იანვარი ჩვეულებრივ დღედ გამოცხადდა, მხოლოდ 1937 წელს გამოიცა ბრძანება ახალი წლის აღნიშვნის შესახებ, რის შემდეგაც ანტიკვარების მოყვარულებმა და კოლექციონერებმა ნადირობა დაიწყეს სათამაშოებზე. საბჭოთა სათამაშოები რევოლუციამდე და მის შემდეგ ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. 

1930-40 წლების სათამაშოები ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება, მათი ფასი განისაზღვრება არა  ხარისხით, არამედ იშვიათობით. ამავე წლებში მინის სათამაშოები ჩაანაცვლა ბამბისაგან დამზადებულმა ფიგურებმა. ისინი თავიანთი სიმარტივით გამოირჩეოდნენ, რაც პირდაპირ კავშირში იყო ომთან.

1949 წელს, პუშკინის იუბილეს შემდეგ, დაიწყო მისი ზღაპრების გმირების ფიგურების წარმოება, მოგვიანებით კი სხვა ზღაპრების პერსონაჟებიც გამოჩნდნენ  – ”აიბოლოტი”, ”წითელქუდა”, ”გნომი”, ”პატარა ხუჭუჭა ცხენი”, ”ნიანგი”, ”ჩებურაშკა”, ზღაპრული სახლები, მამლები, თოჯინები, სოკოები. ასევე დაამზადეს  მულტფილმის პერსონაჟი-სათამაშოები – “მეფე დადონი”, “ოქროს მამალი”, “ჩიპოლინო” და სხვები. ამავე წლებში, იური გაგარინის კოსმოსში გაფრენის შემდეგ, კოსმოსური თემა ძალიან პოპულარული გახდა, ამ ყველაფერმა კი 1950-60-იანი წლებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა, რაც სათამაშოების წარმოებაშიც აისახა. აშკარა იყო, რომ ხალხს დღესასწაული სურდა.                                            

1970-იან წლებში შედარებით პრიმიტიულ სათამაშოებს ამზადებდნენ –   ნაკლები დეტალებით, მაგალითად,  “სამოდელკინი”, “სნეგუროჩკა” და სხვები. 1980-იანებში უფრო მეტი ბურთები გაჩნდა.  მათ 1990-იანებში  ზარების და სახლების ფიგურები დაემატა, რაც ძალიან მოდურად იქცა.  რამდენიმე წლის წინ 1950-1970 წლების სათამაშოების ასლები გაკეთდა; ცხადია, მათ შორის განსხვავება იგრძნობოდა, კოლექციონერებს  კი ისევ ძველი, ორიგინალი სათამაშოები  აინტერესებდათ.

საქართველოშიც ბევრია საბჭოთა სათამაშოების მოყვარული და კოლექციონერი, ვინც მათ ფასეულობის, უბრალოდ საბჭოთა ესთეტიკის თუ ანტიკვარისადმი სიყვარულის  გამოაგროვებს  და კოლექციის განახლებისათვის ძალ-ღონეს და ფინანსებს არ  იშურებს, მაგრამ წლევანდელმა აჟიოტაჟმა და საბჭოთა სათამაშოებისადმი დაჟინებულმა მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამის მომსწრეც და მონაწილეც თავად გახლდით და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა თითქმის არაფერი მომწონს, მათ პოპულარიზაციას უნებურად შევუწყვე ხელი და ჩემივე თავზე გამოვცადე სრული აღფრთოვანება თითოეული ფიგურისადმი, შემდეგ კი თავად გავხდი მაძიებელ-შემგროვებელი, კოლექციონერს ჯერ ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს, თუმცა მომავალში ვნახოთ…      

    


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.