ერთად ყოფნის სიხარულით Moët & Chandon-თან ერთად
ლეგენდარული ფრანგული შამპანურის – Moët & Chandon-ის ბარი და საახალწლო ინსტალაცია ორბელიანის მოედნის მიმდებარედ (ათონელისა და ხაზინის ქუჩების კუთხეში) 14 იანვრამდე იმუშავებს და საყვარელ ადამიანებთან შეხვედრებისათვის, ახალი წლის ატმოსფეროს შეგრძნებისათვის საუკეთესო ადგილი იქნება. თბილისი Moët & Chandon-ის გლობალურ კამპანიას Effervescence-ს უკვე შეუერთდა, რათა კაშკაშა და შუშხუნა ახალი წელი თავისი ლეგენდარული ხელწერითა და ოსტატობით იზეიმოს. 7 იანვარს, 18 საათზე რეტრო ბენდ „ჯორჯიას“ კონცერტი გაიმართება.
MAKE A WISH! – ამ დევიზით აღნიშნავს წელს ლეგენდარული ფრანგული შამპანურის სახლი Moët & Chandon მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დედაქალაქში ახალი წლის დღესასწაულს. Moët & Chandon-ის ბარების სტუმრები თავიანთ ყველაზე სანუკვარ სურვილებს სპეციალურად მოწყობილ ჯადოსნურ ყუთში მოათავსებენ და ერთიანობის სადღეგრძელოს შესვამენ.
წელსაც Moët & Chandon-ი მთელი მსოფლიოს გარშემო სადღესასწაულო ღონისძიებების მასპინძლობით მილიონობით ადამიანს კიდევ ერთხელ უზიარებს ერთად ყოფნის სიხარულს. შამპანურის სახლის გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდება მუსიკალური პერფორმანსები, წარმოდგენები „მარადიული შუშხუნის“ ოთახებში და, რაც მთავარია, Moët & Chandon-ი 20-ზე მეტ ქალაქს ეწვევა, რომელთა შორისაა სიდნეი, ჰონგ კონგი, იოჰანესბურგი, ლონდონი, მილანი, მადრიდი, ამსტერდამი, მოსკოვი, ნიუ-იორკი, პარიზი, მეხიკო და თბილისიც.
წელსაც, ტრადიციულად, Moët & Chandon-ის შამპანურით სავსე ჭიქით მთელ მსოფლიოში ადამიანები შესვამენ ერთიანობის სადღეგრძელოს და იზეიმებენ ახალი, 2022 წლის დადგომას. რა ასახავს საუკეთესოდ დღესასწაულების სიხარულს? რასაკვირველია, Moët Impérial-ის შამპანურით სავსე ჭიქაში მოკაშკაშე ოქროსფერი ბუშტები. ლეგენდარული შამპანურით ახალი წლის აღნიშვნა ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად ყოფნის ამაღელვებელ მომენტებს განსაკუთრებული სიხარულით აავსებს.





