რატომაა „ტენენბაუმების ოჯახი“ კვლავაც მოდის ფავორიტი კინოკლასიკა
ავტორი: სოფი უილსონი
აღიარებულ ამერიკელ სცენარისტსა და რეჟისორს, უეს ანდერსონს კინოკრიტიკოსები ხშირად სდებენ ბრალს იმაში, რომ იგი აქცენტს სტილზე უფრო აკეთებს, ვიდრე შინაარსზე, მაგრამ რა შეგვიძლია ვთქვათ „ტენენბაუმების ოჯახზე“? სადაც შინაარსი, დედააზრი და სუბსტანცია სწორედ რომ მოდური სტილია.
View this post on Instagram
2001 წლის ოსკარის ნომინანტ კომედიაში ყველა პერსონაჟის გარდერობი ერთგვარ ფანჯარას წარმოადგენს თავიანთივე წარსულში. კოსტიუმების დიზაინერ კარენ პაჩის დამსახურებით ფილმმა თანამედროვე კინოს ყველაზე გამძლე სტილი შექმნა და გვაჩვენა Fendi-სგან, Adidas-ისა და Hermès-ისგან შეკვეთით დამზადებული ტანსაცმელი, რომელიც თავად შთააგონებდნენ Gucci-ს, Miu Miu-სა და Lacoste-ის კოლექციებს.
საკულტო კინოკომედიაში მოქმედება 1970-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება, ოდესღაც დიდი ტენენბაუმების ოჯახის ირგვლივ. მარგო, რიჩი და ჩასი ბავშვობის სახლში 17 წლის შემდეგ ბრუნდებიან, სადაც ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ზოგი რამ იგივე დარჩა – განსაკუთრებით მათი ტანსაცმელი, რადგან თითოეულ ტენენბაუმს უჭირს წარსულთან განშორება. კინოგმირები თავიანთ საყვარელ კლასიკურ სამოსს ატარებენ, რომლებიც უსაზღვროდ უყვართ, ეს კი მნიშვნელოვანი პრინციპებია, რომლებიც უნდა გვახსოვდეს, როდესაც ვცდილობთ ფეხდაფეხ მივყვეთ მსოფლიო მოდას.
ორიგინალი: https://www.dazeddigital.com/