fbpx

“სამოსელი I” – ღამის გამოფენა ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში


გააზიარე სტატია

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

Sound: Solomon Aphroditus

 

ღამის გამოფენა – “სამოსელი I”, რომელიც ხელოვნებათმცოდნეების, ნიკოლოზ ნადირაშვილისა და ნატალია ნიქაცაძის კურატორობით გაიმართა, ეძღვნებოდა ყველა ნინოს − ვისაც ასე დაარქვეს, ან უნდა, რომ ასე ერქვას.

კურატორებმა, ქალთა, მათ შორის, ტრანსგენდერ ქალთა უფლებრივი საკითხები, მოდის ტენდენციებს დაუკავშირეს და ამ პროცესის საპირწონედ, ხელოვანების და რამოდენიმე სახელოვნებო კოლექტივის შემოქმედებას მოუყარეს თავი.

 

საბოლოო ჯამში, 28 დეკემბერს, ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში, ეკლესიისავე სახელოვნებო პროგრამის – TRANSCENDENTALIA-ს ფარგლებში, დამთვალიერებლის წინაშე წარმოდგენილი იყო სოლომონ აფროდიტუსის, ჯგუფი „ბულიონის“, გია ბუღაძის, ირაკლი მერელის, მარიამ ნატროშვილის, სერ სერპასის, ეკა ქეცბაიას, კოკა ქიტიაშვილის, სალომე ჩიგილაშვილისა და ნინა ძამაშვილის (1901 – 1961) სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები.

გამოფენის მსვლელობა ნინა ძამაშვილის ბიოგრაფიული დოკუმენტაციით იწყება. ნინა მეოცე საუკუნის დასაწყიში მოღვაწე ჭრა-კერვის ოსტატია, რომლის დღიურიც ჯგუფმა „ბულიონმა“ შეისწავლა და დღიურში არსებული თარგის მიხედვით შექმნა კოსტიუმი, რომელიც გამოფენის კულმინაციაა – საკურთხეველში ის მამაკაც მანეკენს ეცვა.

პრეს-რელიზში ვკითხულობთ: „დღეს ქალთა და მამაკაცთა შორის უთანასწორობა წარსულთან შედარებით ქალთა დიდი ნაწილისთვის გარკვეულწილად შემცირდა, თუმცა გამოწვევები ისევ არსებობს: ტრანსგენდერი ქალი ან თუნდაც მამაკაცი, რომელსაც, სურს ეცვას კაბა, ეჯახება ისეთ პრობლემებს, რომლებიც ერთი საუკუნის წინ ჰეტეროსექსუალ ქალთათვის იყო აქტუალური; თუმცა, დღეს დისკრიმინაცია ბევრად ულმობელია: ტრანსგენდერი ქალები და კაცები არიან სისტემური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი, შეზღუდული აქვთ განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები და არ ხდება სქესის აღიარება გენდერული კუთვნილების გათვალისწინებით. ასეთ დროს ტრანსგენდერ ქალთა ერთადერთ კომფორტის ზონასა და მშვიდობის კათედრალს მათი სამოსი − კაბა წარმოადგენს“.

გამოფენა სულ ორ ღამეს და ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ის რიგით მეოთხე ღონისძიებაა Transcendentalia-ს ფარგლებში. მსგავსად სხვა ღონისძიებებისა, ორგანიზატორები აქაც შეეცადნენ, რომ ექსპოზიცია ყოფილიყო ვიზუალურად შთამბეჭდავი, ხოლო დამთვალიერებელი – მრავალფეროვანი.

აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ კურატორის ექსპრეს ვიდეოტური.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.