დღე, რომლისაც ყველას სჯერა - ახალი წლის კონცეპტი
ფოტო: სერა ძნელაძე, ირაკლი ძნელაძე
ახალი წელია და დადგა ის ძალიან მაგარი მომენტი, როცა ყველანი საყვარელი ადამიანების გაბედნიერებას და მათთვის დაუვიწყარი მოგონებების, საჩუქრებისა და ემოციების გაზიარებას პირად გამოწვევად ვიღებთ ხოლმე.
კიდევ ერთი საერთო გვაქვს… 2021 წელი, რომელიც დასრულდა, თითოეული ჩვენგანისთვის რთული გადასაგორებელი და გრინჩულად სტრესული აღმოჩნდა.
სწორედ ამიტომ, ადამიანები და მათი ინტერესების გათვალისწინება იყო კომპანია თიბისი-სთვის პერსონალური, სრულიად განახლებული მომსახურების შექმნის მთავარი ინსპირაცია.
თითოეული მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებთან ერთად, თიბისი კონცეპტისთვის პრიორიტეტულია მომხმარებლებს მისცეს თვითგანვითარების, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისა და მიზნების განხორციელების შესაძლებლობა.
ეს ყველაფერი არ არის!
თიბისი კონცეპტის გუნდი მთელი წლის განმავლობაში ხალხისთვის საყვარელ, საინტერესო და თავიანთ სფეროში გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს იღებდა, რომელთაც ნამდვილად აქვთ “პირადი კონცეპტი“.
ამ შემთხვევაში კი ისინი ახალი წლის ირგვლივ გააერთიანეს და შექმნეს შთამბეჭდავი ვიდეო, რომლის მთავარი გმირები ნიაზ დიასამიძე, ელდარ შენგელაია, გელა წულაძე, გელა ბაბლუანი, ნანი ბრეგვაძე და ნინო დარასელი ამ ჯადოსნურ დღესასწაულზე და რაც მთავარია საკუთარ ემოციებზე გვიყვებიან.
„მშობლებს არ უთხრათ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, თორემ საჩუქარს არ მოგიტანთ“, – ამბობს მხატვარი გელა წულაძე ვიდეოში
აღსანიშნავია, რომ კომპანია თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს საჩუქრებთან ერთად ღია წერილებსაც გაუგზავნის, რომელზეც მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილის მხატვრული საახალწლო მილოცვაა დატანილი:
“გასაკვირი წელი გვექნება: თოვლიანი ზამთარი, მხიარული გაზაფხული, ზაფხულში – ცხრათვალა მზე და შემოდგომაზე – ხვავი და ბარაქა. ყველაფერი გვექნება: სიყვარული და გამარჯვება, შორეული გზები, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ურიცხვი თვალ-მარგალიტი და იქ, სადღაც, შორეულ ზღვაში, მე მგონი, შუქურაც გამოჩნდება. ასე მგონია. და კიდევ: იქნება კარზე კაკუნი, და შენს კარგ სახლში ის შემოაბიჯებს, ვისაც ამდენ ხანს ელოდი. ჩემთვისაც ეს მინდა. გვექნება. აი, ნახავ, თუ არა.”
აღსანიშნავია, რომ მისალოცი ბარათების შექმნაზე, რომლებზეც ასევე qr კოდია დატანილი, ნიაზ დიასამიძემ და გელა წულაძემ იმუშავეს.
ამ კოდის დასკანერების შემთხვევაში კი თიბისი კონცეპტის საახალწლო ვიდეოს გმირების პირადი მოლოცვების მოსმენას შეძლებთ.
თიბისი საკუთარ მომხმარებლებს კიდევ უფრო გამორჩეულ წელს – საინტერესო შეხვედრებს, ღონისძიებებსა და ბევრ აღმოჩენებს ჰპირდება.