fbpx

ქართველი რეჟისორი ქალები ტრიესტეს კინოფესტივალზე


გააზიარე სტატია

21 იანვარს იტალიაში  ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი 33-ედ აიღებს სტარტს.

კინოფესტივალი, რომელიც 9 დღე  გაგრძელდება, არაერთ სექციას აერთიანებს, მათ შორისაა  WILD ROSES, რომელიც მაყურებელს ევროპელი  კინორეჟისორი ქალების ნამუშევრებს სთავაზობს.

წელს აღნიშნული სექციის ფოკუსში ქართველი რეჟისორი  ქალების  ფილმებიც მოხვდნენ – ტრიესტეს კინოფესტივალის მაყურებელი ცხრა ქართულ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს იხილავს.     

  • “ანას ცხოვრება” (რეჟისორი ნინო ბასილია)

  • “დიდება დედოფალს” (რეჟისორი თათია სხირტლაძე)

  • “გრძელი ნათელი დღეები” (რეჟისორები – ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი), 

  • “კრედიტის ლიმიტი” (რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი)

  • “მილსადენის მეზობლები” (რეჟისორი ნინო კირთაძე)
  • “როგორი იყო ოთახი” (რეჟისორი ქეთევან კაპანაძე)
  • “სხვისი სახლი” (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე)

  • “მოთვინიერება” (რეჟისორი სალომე ჯაში),

  • “სველი ქვიშა” (რეჟისორი ელენე ნავერიანი).

აღსანიშნავია, რომ ტრიესტეს კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს სანდრო სულაძის ფილმი “გუშაგები”.

 

Trieste Film Festival-ის ოფიციალური პოსტერის ავტორია ქართველი არტისტი ტეტეშკა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.