fbpx

ერეკლე წულაძის პერსონალურ გამოფენა CROSTY CONCEPT STORE-ში


გააზიარე სტატია

21 იანვარს, 9:00 სთ-ზე CROSTY CONCEPT STORE-ს საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს თანამედროვე ქართველი მოქანდაკის, ერეკლე წულაძის პერსონალურ გამოფენას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არტისტის სამი ნამუშევარი, რომლებშიც გამოხატულია  CROSTY-ს იდეა  თავისუფლებისა და დროის დინების  გარდაუვალობის შესახებ. მომავალში CROSTY გეგმავს    –  ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას საქართველოში,  დროდადრო საგამოფენო სივრცე დაუთმოს დამწყებ და უკვე კარგად ცნობილ არტისტებს   და ასევე განახორციელოს  პროექტები სახელოვნებო სფეროში.  

ერეკლე წულაძე უკვე ათ წელზე მეტია თანამედროვე ფორმებითა და მასალებით მუშაობს.

შესრულებული აქვს აბსტრაქტული ნამუშევრების მთელი სერია  უჟანგავი ფოლადის, ანუდირებული მეტალის, ბროლის, ხელოვნური ქვის და სხვა თანამედროვე მასალებისგან.  

2019 წლის ნოემბერში “ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში” მოეწყო ერეკლე წულაძის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით  ”ერეკლექტიკა”, სადაც  50-ზე მეტი სკულპტურული ნამუშევარი გახლდათ წარმოდგენილი. ერეკლე წულაძის ნამუშევრებს ამერიკის, ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში შეხვდებით. ისინი  ამშვენებენ  როგორც კერძო გალერეებსა და კოლექციებს, ასევე ცნობილი სასტუმროების გარე და შიდა ინტერიერებს.

არტისტის შემოქმედება ერთგვარი მედიუმია ადამიანურ ცნობიერსა და ირაციონალურ აზროვნებას შორის. დამთვალიერებელს  აფიქრებს შემოქმედების რეალურობასა თუ მირაჟზე, რომელიც შესაძლოა ხელშესახებიც კი გახდეს სწორედ ისე, როგორც ამას თავად ავტორი აღიქვამს.

რა კავშირია ქროსთის იდეასა და ამ ნამუშევრებს შორის? ის, რაც თავის თავში აერთიანებს დროს, მასში მოგზაურობას და იმ სიურრეალისტური უსასრულო თავისუფლების შეცნობას, რომელსაც ადამიანური ბუნების საწყისებამდე მივყავართ. სამი ნამუშევრის ჰარმონიული თანაარსებობა ერთ სივრცეში სამი იდეის: დროის  (“დროის მანქანა”), ქართული საწყისების (“შენ ხარ ვენახი”) და უსასრულობის  (“უსასრულობა”) განსაზღვრებასაც უსასრულოს ხდის. ეს არის ის, რის გამოც შეიქმნა ეს პროექტი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.