fbpx

დისნეიმ Encanto-ს სიმღერების ქართული ვერსიები Spotify-ზე ატვირთა


გააზიარე სტატია

ჩვენმა მკითხველმა ალბათ უკვე იცის, რომ დისნეის  მე-60 ანიმაციამ Encanto ოქროს გლობუსის 2022 წლის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ანიმაციის პრიზი დაიმსახურა. 

რაც დრო გადის, ანიმაცია სულ უფრო მეტი ადამიანის გულს იპყრობს და მეტიც, მისმა სიმღერამ “We Don’t Talk About Bruno“ ამერიკულ მუსიკალურ ჩარტებში ლიდერის პოზიციაც კი მოიპოვა. 

ქართველ მაყურებელს უკვე აქვს შესაძლებლობა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ანიმაციური მოვლენა ქართულ კინოთეატრებში იხილოს.

საინტერესო ის არის, რომ ისტორიაში პირველად დისნეიმ საკუთარი სიმღერების ქართული ვერსიები ოფიციალურად, ცნობილ მუსიკალურ პლატფორმა Spotify-ზე გაავრცელა. 


Encanto-ს სიმღერების ქართული ვერსიები თეკლა სულაქველიძემ, სალომე ესაძემ, ლუკა ახალაძემ, ნათია კავსაძემ, სანდრო კახეთელიძემ, მემე ჟორდანიამ, ნატალია ნაყოფიამ და ლალი გოგიძემ შეასრულეს. 

აღსანიშნავია, რომ ქართველი მაყურებლისთვის ანიმაცია Bravo Records-მა გაახმოვანა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.