fbpx

გარდაიცვალა დიზაინერი მანფრედ ტიერი მიუგლერი


გააზიარე სტატია

გამოჩენილი ფრანგი მოდის დიზაინერი მანფრედ ტიერი მიუგლერი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი სუნამოს, Angel-ის ავტორი დიზაინერი, რომელმაც საკუთარი სახელობის ბრენდი 1973 წელს შექმნა, მრავალი წლის განმავლობაში ქმნიდა თეატრალურ ნამუშევრებს ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორებიც არიან: მადონა, ბიონსე, ლედი გაგა, Cardi B და სხვა.

2003 წელს ტიერი მიუგლერმა საკუთარი ბრენდი L’Oreal-ს გადაულოცა, თუმცა მოდის ბიზნესში დარჩა და ბოლო წლებში ძირითადად ცნობილი სახეების სასცენო  სამოსსა და დეკორაციებზე მუშაობდა. დიზაინერის უკანასკნელი ღონისძიება – მისი შემოქმედების რეტროსპექტული გამოფენა – გასულ წელს პარიზში გაიმართა.

მიუგლერის ლეიბლი 1980-1990-იანი წლებში გახდა პოპულარული, როდესაც მან იმუშავა კლოდ მონტანასა და აზედინ ალაიასთან ერთად. იგივე პერიოდში მიაღწია კომერციულ წარმატებას, რა დროსაც გამოუშვა სუნამო – სახელად Angel.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.