fbpx

მანჰეტენის კუნძულის გაფართოების პროექტი


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი ჭიღიტაშვილი

Rutgers-ის ეკონომიკის პროფესორის, ჯეისონ ბარის შეთავაზებით მანჰეტენის მწვერვალს დაემატება 1760 ჰექტარი აღდგენილი მიწის ნაკვეთი, რომელსაც ახალ მანჰეტენს (New Manhattan) დაარქმევენ. 

ამ ყველაფრის მიზანია ახალი საცხოვრებლების უზრუნველყოფა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა. ახალი გეგმით, დამატებული ნაწილი მანჰეტენის კუნძულიდან ნიუ-იორკის ჰარბორამდე გრძელდება, თავისუფლების ქანდაკების მიღმა. ეს გეგმა ბარმა ქალაქის მერს, ერიკ ადამსს გაუგზავნა  და ახლახან ჟურნალ New York Times-შიც დაიბეჭდა. 

“New Manhattan-ს შეუძლია ნიუ-იორკში ორი ძირითადი კრიზისის დაძლევა”. ბარი ამტკიცებს, რომ მანჰეტენის გაფართოება, რომელიც მოიცავს გუბერნატორთა კუნძულს, ხელს შეუწყობს მდგრადობის გაზრდას ზღვის დონის აწევის საფრთხის მიმართ. ის დაიცავს დაუცველ ტერიტორიებს, რადგან დაპროექტებული იქნება მთელ პერიმეტრზე ჭაობის მსგავსი ადგილებით, რომლებიც ქარიშხლის ტალღებს შთანთქავენ. 1760 ჰექტარ ახალ მიწაზე ასევე აშენდებოდა 180 000  სახლი, სადაც 247 000 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. “პირველი პრობლემა ნიუ-იორკში არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ქარიშხლები და წყალდიდობები. მეორე  ისაა, რომ ქალაქს მეტი საცხოვრებელი სჭირდება. მას  აღარ შეუძლია პრობლემებისგან თავის დაღწევა”. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს წინადადება საკმაოდ დრამატულია, ბარს მიაჩნია, რომ საჭიროა ფართომასშტაბიანი ინიციატივები ქალაქის წინაშე მზარდი პრობლემების გადასაჭრელად. “ქარიშხალმა “სენდიმ” 2012 წელს და ქარიშხალმა “იდამ” 2021 წელს აჩვენა, თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ტალღები და წყალდიდობები. ამასთან ერთად საცხოვრებლის  ფასები ნიუ-იორკში დღითიდღე იზრდება. დადგა დრო, ვიფიქროთ შემოქმედებითად და თამამად. ახალი მიწის შექმნა შევსების გზით მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა”, – აცხადებს ბარი. ეს წინადადება ეფუძნება ისტორიულ პრეცედენტებს, მანჰეტენის კუნძული არაერთხელ გაფართოვდა მას შემდეგ, რაც იქ ევროპელები დასახლდნენ მე-17 საუკუნეში.

ქვემო მანჰეტენი, მერიის სამხრეთით, თითქმის 50 პროცენტით არის გაფართოებული. როგორც ბარი ამტკიცებს, ეს ძალიან დაეხმარა ნიუ-იორკის ეკონომიკას ზრდასა და განვითარებაში. მისი გამოთვლებით, შენობის მშენებლობის ხარჯებსა და საცხოვრებლის გაყიდვის ღირებულებებს შორის განსხვავება შესაძლებელია გამოიყენონ ხელოვნური მიწის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. “ქალაქში უძრავი ქონების ღირებულება ახლა იმდენად აღემატება შენობების შექმნისა და ჩანაცვლების საშუალო ღირებულებას, რომ ქალაქს შეუძლია ამ სხვაობის სათავისოდ გამოყენება, ქვემო მანჰეტენი არის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული  და მნიშვნელოვანი უძრავი ქონება, რატომ არ უნდა გაფართოვდეს ის? თან როდესაც ამდენი იხარჯება წყალდიდობის საწინააღმდეგო კედლებსა და სხვა სახის  გამძლეობის პროექტებზე”. – ამბობს ბარი.

ნიუ-იორკის მთავრობა მრავალი წელია ცდილობს დაიცვას ქალაქი კლიმატის ცვლილებებისგან. 2019 წელს მაშინდელმა მერმა ბილ დე ბლასიომ ასევე წარადგინა მრავალმილიარდიანი წინადადება ქვემო მანჰეტენის “დაუცველი” სანაპირო ზოლის ახალი დიზაინის შესახებ. დანიური სტუდია BIG და ლანდშაფტის არქიტექტურის ფირმა James Corner Field Operations აპროექტებენ ქალაქში შერეული დანიშნულების პროექტს  პლაჟით, რომელიც შექმნილია სანაპირო ზოლის წყალდიდობებისგან დასაცავად. 

 

წყარო: https://www.dailymail.co.uk/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.