fbpx

“Mezzanine” – საინტერესო ობიექტების სივრცე


გააზიარე სტატია

ავტორი: თათუკა კვაშალი

 

თუ ეძებთ გამორჩეულ ავეჯს, განსაკუთრებულ ფორმებს, ფერებს და საინტერესო დეკორს ამ ყველაფრის პოვნა შეგიძლიათ “MEZZANINE”-ში, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა ბაზარზე, ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ბრენდი – “MEZZANINE”-ის შექმნის იდეა ნატაშკა აბზიანიძესა და ნანანო ფაღავას მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც საკუთარი სივრცის მოსაწყობად ავეჯის და დეკორის ძიება დაიწყეს და თავიანთ გემოვნებაზე მორგებული ნივთების პოვნა გაუჭირდათ.

როგორც თავად გვითხრეს, დასახელება ფრანგულ ენაზე ინტერიერში შემაღლებულ ადგილს ნიშნავს, რაც სრულიად ეხმიანება შემოთავაზებულ პროდუქციას. მათი მიზანი, გამორჩეული ნივთების ძიება, ფერის, მასალის შეცვლა და საინტერესო ობიექტებად გარდაქმნაა.

სამომავლოდ კი გვპირდებიან მრავალფეროვან გამოფენებს სხვადასხვა სივრცეებიდან, უფრო მეტ საინტერესო ნივთებს, ბრენდის განვითარებასა და რაც მთავარია საკუთარი მაღაზიის გახსნას.

თქვენ კი გირჩევთ თვალი ადევნოთ ამ არაჩვეულებრივი მაღაზიის გვერდს, მიიღოთ ესთეტიკური სიამოვნება და დაელოდოთ მათ მიერ შემოთავაზებულ სიახლეებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.