fbpx

„უმამი“ – უნიკალური აზიური გემო ახლა უკვე წინანდლის მამულის სასტუმრო “რადისონ ქოლექშენში”


გააზიარე სტატია

„უმამი“ უკვე წლებია სტუმრებს აზიური კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. „რადისონ ბლუ ივერიაში“ მდებარე რესტორანში გვხვდება როგორც იაპონური, ჩინური და ტაილანდური სამზარეულოს, ასევე სამხრეთ აზიის ქვეყნების, მათ შორის, ვიეტნამის რჩეული კერძები.

სასიამოვნო სიახლეა, რომ ავთენტური აზიური გამოცდილების მიღება, ბათუმის “რადისონ ბლუს” შემდეგ, უკვე წინანდლის მამულშიც შესაძლებელია.  „რადისონ ქოლექშენი“ სტუმრებს „უმამის“ განსაკუთრებული სამზარეულოთი „ბიბლიოთეკა ბარში“ (Library Bar) უმასპინძლდება.

რესტორანში ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს – შემოგთავაზოთ საუკეთესო გარემო და მომსახურება აზიური კულინარიული აღმოჩენებისთვის.  მთელი ეს კონცეფცია რესტორნის სახელში ერთიანდება. სიტყვა „უმამი“ იაპონურიდან მოდის და პირდაპირი თარგმანით “გემრიელობის არსს“ ნიშნავს. უმამი  მეხუთე გემოა – ტკბილთან, მჟავესთან, ცხარესა და მარილიანთან ერთად ის 5 ძირითად გემოში შედის; მართლაც უნიკალური გემოა; განსაკუთრებული…

იმისათვის, რომ სტუმრებმა ბოლომდე შეიგრძნონ ის განსაკუთრებული გემო, რასაც უმამი ნიშნავს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე შეფმზარეულები მხოლოდ აღმოსავლური სამზარეულოს ტრადიციულ, მაღალი ხარისხის ჯანსაღ ინგრედიენტებს იყენებენ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.