fbpx

BALENCIAGA-ს ლიმიტირებული ვეფხვის სკულპტურა გაყიდვაში შეზღუდული რაოდენობით ჩაეშვება


გააზიარე სტატია

ვეფხვის წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მოდის სახლმა, BALENCIAGA-მ, რომლის კრეატიული დირექტორიც ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა,  „ობიექტების“ ხაზს კიდევ ერთი სკულპტურა შემატა – მუქი მეტალის ვეფხვი.

სკულპტურა შანხაიში მოღვაწე ხელოვანმა ნიკ კოსმასმა შექმნა, რომელიც ძირითადად ფსიქოლოგიითა და სამეცნიერო ფანტასტიკით შთაგონებულ ნამუშევრებს ქმნის.

„ბალენსიაგას ვეფხვი“ მსოფლიოში ლიმიტირებული რაოდენობით, მხოლოდ 15 ცალი გაიყიდება და მისი ფასი 33,000$ იქნება.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nik Kosmas (@nikkosmas)


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.