fbpx

ვენეციის ბიენალეზე მონაწილეობას ანდრო ერაძე მიიღებს


გააზიარე სტატია

 

მსოფლიოში ხელოვნების უდიდესმა გამოფენამ – ვენეციის ბიენალემ – 58  ქვეყნის  213 ხელოვანი, მათ შორის ანდრო ერაძე დაასახელა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 23 აპრილიდან 27 ნოემბრის ჩათვლით გამართულ  59-ე ღონისძიებაში.

1993 წელს დაბადებული ქართველი ხელოვანი ისეთ გამოცდილ მონაწილეებს შორისაა, როგორებიც არიან: ჩილელი პოეტი და ხელოვანი სესილია ვიკუნია, ამერიკელი კონცეპტუალური არტისტი ბარბარა კრუგერი, პორტუგალიელი ვიზუალური ხელოვანი პაულა რეგუ და სხვა.

213 კანდიდატიდან 180 არტისტს  „ხელოვნების სამყაროს ოლიმპიადად“ წოდებულ ვენეციის ბიენალეზე მონაწილეობა არასდროს მიუღია.

ვენეციის ბიენალეს 2022 წლის გამოშვების კურატორი იტალიელი ჩეჩილია ალემანი იქნება. წლევანდელი გამოფენა შარშან  უნდა გამართულიყო, თუმცა მასშტაბური ღონისძიება კოვიდპანდემიის გამო გადაიდო.

 

წყარო: https://www.artnews.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.