fbpx

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის და ROOMS STUDIOს გამოფენა პარიზში


გააზიარე სტატია

The Wet Material – ქართველ ხელოვან ქალთა გამოფენა პარიზში.

ქეთი თოლორაიას და ნატა ჯანბერიძის Rooms Studio-ისა და ქართველი ხელოვანის, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის საერთო ნამუშევარი – განათების ობიექტი In the Ether, მონაწილეობს გამოფენაში სახელწოდებით The Wet Material, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ფრანკ ელბაზის გალერეაში 5 თებერვლიდან 26 თებერვლამდე გაიმართება.

როგორც ხელოვნებათმცოდნე ელენე აბაშიძე წერს, სამი ქართველი ხელოვანი ქალის ერთ ექსპოზიაციად  გაერთიანებული ნამუშევრები შექმნის მედიტაციურ სივრცეს, სადაც სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ხელოვნების   ნიმუშები დიალოგს მართავენ ერთმანეთთან და დამთვალიერებელთან.  . მისივე თქმით, შესაძლოა ეს გამოფენა იმ უცნაურობაზეა, რაც  ხელოვანთა მშობლიურ ქალაქ თბილისში ხდება

გამოფენის მთავარი ფიგურა (In the ether) მეგობრობის სიმბოლოა და ყველას ახსენებს საბჭოურ მისალოც ღია ბარათებს, რომლებსაც რელიგიური სიმბოლოების  გარეშე, ყვავილების გამოსახულებებით  იყენებდნენ დღესასწაულების აღსანიშნავად. ლურჯი ვარდის  მოტივი ალექსი-მესხიშვილის ფოტოებიდანაა ცნობილი, ხოლო შუშისა და ლითონის ნაკეთობების ჩამოსხმა  და გამოქანდაკება  Rooms Studio-ს სტილია. 

წყარო: https://www.galeriefrankelbaz.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.