fbpx

Maps of Nowhere – გიო სუმბაძისა და ფრანჩესკა კროტის დუო შოუ გალერეა „ართბითში“


გააზიარე სტატია

 

გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ გამოფენას ‘არსად ყოფნის რუკები’, რომელიც გიო სუმბაძისა და ფრანჩესკა კროტის კოლაბორაციული პროექტია.

გვიანი საბჭოთა კავშირის აკვა კომპლექსი ლაგუნა ვერე, რომელიც თბილისში, საქართველოში მდებარეობს დღესდღეობით უყურადღებოდ მიტოვებული შენობაა. ამჟამად ეს არქიტექტურული პროექტი ტრანსფორმაციულ პროცესშია, გამოიყურება სტატიურად, მიუწვდომელი, დახურულია გარესამყაროსთვის, მოკლებულია ყოველგვარ კავშირს და სისტემის რეაქტიული სიკვდილის გზას ადგას.

დანგრეული ობიექტის იდენტიფიცირება ემსახურება სპეკულაციურ რეფლექსიას თუ როგორ შეიძლება იგი საკუთარ გარემოს ხელმეორედ დაუკავშირდეს ახალი კავშირების აღმოჩენის გზით: ახალი სხეულები, ობიექტები და ჩვევები ახლებურ დენად დეტერმინაციებს უყრიან თავს და შეღწევადს ხდიან, რათა მათი ვირტუალურ სივრცეში პროექცია განახორციელონ, გაზარდონ მიტოვების განგრძობადი ციკლი და განმეორებადი ფუნქცია – ამაღლებული მდგომარეობასთან დაპირისპირება მოდის ძალადობის, უძლურების და პასიურობის პირობებიდან არქიტექტურულ სივრცეში ‘სხეულებრივი’ ჩარევის გზით.

მეტიც, სწორედ რომ მიტოვებული და დანგრეული შენობის ესთეტიური განზომილებაა, რაც ადამიანში წარმოქმნის სათანადო ესთეტიურ აზროვნებას და მისი გამოცდილების თვისებად გაგებას, რომელიც სენსორულად პირდაპირ განიცდება და აქტიურად კავშირში მოდის.

გიო სუმბაძე 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს არტ პროექტებში, თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ კურატორებთან და არტისტებთან.

ფრანჩესკა კროტი იტალიელი არქიტექტორია, რომელიც მუშაობდა ლისაბონსა და მილანში. ის დაინტერესებულია არქიტექტურით, ფოტოგრაფიითა და გრაფიკული დიზაინით. ასევე, კროტი გახლავთ პროექტი ‘კიბე’ ჯგუფის წარმომადგენელი. ამჟამად ხელოვანი მუშაობს ძმები კაკაბაძეების N7 ეზოს ხის სპირალური კიბის კონსერვაციაზე.

კონსერვაციის ინიციატივამ განაპირობა გიო სუმბაძესთან თანამშრომლობა, რომელთან ერთადაც დაიწყო ანალიზი და რეფლექსია თბილისში, გვიან საბჭოთა წყლის კომპლექსის ლაგუნა ვერეს საქმეზე, რომელიც ამჟამად მიტოვებულ მდგომარეობაშია.

გამოფენა 6 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.