„აისი დაისი“ – ქართველი ხელოვანების გამოფენა მიუნხენში
გააზიარე სტატია
ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ თინათინ ღუღუნიშვილი-ბრუკმა და მიუნხენში დაფუძნებულმა დიზაინერმა ანიკა ჯაკუსმა ახალი პროექტი სახელწოდებით „აისი დაისი“ შექმნეს.
„აისი დაისი“ მზის ამოსვლასა და ჩასვლას ნიშნავს. პროექტი თავს როგორც ერთგვარ Pop UP კონცეპტუალურ მაღაზიას და საგამოფენო პროექტს წარმოადგენს.
მაღაზიაში გამოფენილი იქნება ხელოვან სოფო გონგლიაშვილის სამკაული და მულტიმედია არტისტის შალვა ნიკვაშვილის აბრეშუმის შარფები, რომელმაც ახლახანს მიუნხენის სახელმწიფო ოპერისთვის სურიალისტური ნიღბები შექმნა. შალვას ნამუშევრები The why not Gallery-სთან კოლაბორაციაში იქნება ნაჩვენები.
ასევე ბრენდი სიტუციონისტი და მულტიმედია ხელოვანის ნატა სოფრომაძის სარეჟისორო ნამუშევარი პროექტისათვის „Dze“.
TGB Art Project უკვე მეორედ აჩვენებს ნატა სოფრომაძის შემოქმედებას გერმანიაში.
“ეს არის ჩემი და TGB პროექტის რიგით მესამე კოლაბორაცია, ამჯერად პროექტის სახელწოდება არის “აისი და დაისი”, ის გაიმართება ქალაქ მიუნხენში, 18 თებერვალს და 10 დღის განმავლობაში, სხვა საინეტერესო პროექტებთან ერთად, სადაც ნაჩვენები იქნება სოციალურ-კონცეფტუალური ვიდეო რგოლი “ძე”- ნატა სოფრომაძე
Pop-Up კონცეპტ მაღაზია და გამოფენა 18 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით მიუნხენში ჩატარდება.