fbpx

თეა ჯორჯაძის პერსონალური გამოფენა საფრანგეთში


გააზიარე სტატია

ფოტო მაკა კუკულავა

 

თეა ჯორჯაძემ 1993 წლიდან დღემდე შექმნილი 60-ზე მეტი ნამუშევარი წარადგინა გამოფენაზე, რომელიც საფრანგეთში, სენტ-ეტიენის ხელოვნების მუზეუმში 4 თებერვალს გაიხსნა და 15 მაისამდე გაგრძელდება.

თეასთვის, ყოველი გამოფენა, რეინტერპრეტაციაა იმ სივრცისთვის, რომელშიც ექსპოზიციაა წარმოდგენილი. მის ინსტალაციებში ახალ კონტექსტშია მოცემული ობიექტები, შენობები, ავეჯი, ტექნიკა და სხვა ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები.

თეა ჯორჯაძის შემოქმედება ოც წელზე მეტს ითვლის. მისი შექმნილი ქანდაკებები და ინსტალაციები თვალსაჩინოდ ერწყმის მათი განთავსების ადგილის არქიტექტურას. თაბაშირის, ქაფის, ტექსტილის, ხისა თუ შუშისგან დამზადებული, ნაპოვნი და შემდეგ მოდიფიცირებული საგნები არქიტექტურულ ელემენტებს წააგავს.

საფრანგეთის ქალაქ სენტ-ეტიენში 60-მდე ნამუშევრის გამოფენას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MAMC+) მასპინძლობს.

როგორც მისი გენერალური დირექტორი და გამოფენის კურატორი აურელი ვოლცი ამბობს, თეა ჯორჯაძის ინსტალაციები დახვეწილი დეტალებით მიანიშნებენ მასალების ფიზიკურ ბუნებაზე, მათ უნიკალურ ენერგიაზე და საგნებისთვის მეხსიერების დაბრუნებაზე.

ორიგინალი: https://mamc.saint-etienne.fr/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.