fbpx

Charles Rullo (ჩაკ რულო) – ქართული ალკოჰოლური სასმელების ბრენდი NFT კოლექციას უშვებს


გააზიარე სტატია

Charles Rullo (ჩაკ რულო) უნიკალური რეცეპტით შექმნილი ალკოჰოლური სასმელის ბრენდია.  ჩაკი რქაწითელის ყურძნის დისტილატის და ნატურალური შავი სტაფილოს ნაზავია, რაც მას ვიზუალურად მიმზიდველს, რბილად დასალევს და განსაკუთრებით არომატულს ხდის.

2021 წელს ჩაკ რულო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახალი ალკოჰოლური ბრენდი იყო საქართველოს ბაზარზე, 2022 წელს კი ინოვაციური პროექტით, კერძოდ,  NFT კოლექციით იწყებს, რომელიც 22 თებერვალს Opensea-ს პლატფორმაზე განთავსდება.

10,000 უნიკალური NFT-სგან შემდგარი Charles Rullo Voyage-ს კოლექცია Opensea-ს პლატფორმაზე გამოვა. თითოეული NFT-ს მფლობელი გახდება Charles Rullo Voyage-ს წევრი, რომლის განვითარებაც შემდეგ სამ ფაზად იგეგმება:

  • ფაზა I: NFT Discord არხზე ექსკლუზიური წვდომა, სადაც ინფორმაცია, სიახლეები და ბენეფიტები  გაზიარდება;
  • ფაზა II: Charles Rullo-ს ლიმიტირებული ბოთლების და lifestyle-ის პროდუქტების ონლაინმაღაზია, სადაც მხოლოდ NFT-ს მფლობელებს ექნებათ წვდომა;
  • ფაზა III: Charles Rullo ბარი მეტავერსში მხოლოდ NFT მფლობელებისთვის.

კოლექცია  განთავსდება Opensea-ს Polygon Marketplace-ზე და თითო NFT  0.08 ETH ეღირება.

NFT-ების განთავსებამდე დროის ათვლას შეგიძლიათ ჩაკრულოს ვებგვერდზე მიადევნოთ თვალყური: www.charlesrullo.com

მეტი ინფორმაციისა  და სიახლეებისთვის შეგიძლიათ შეუერთდეთ ჩაკ რულოს დისკორდ სერვერს: https://discord.gg/ZT5WeAfvVS


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.