fbpx

ძველი შენობის ახალი სიცოცხლე — N1 პურის ქარხანაში Adjarabet-ის მაღალტექნოლოგიური საერთო სამუშაო სივრცე გაიხსნა


გააზიარე სტატია

ფოტოები: ალექსანდრე ბაგრატიონი

 

როგორი  ისტორია აქვს შენობას?

ქართული კონსტრუქტივიზმის მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი ობიექტი არქიტექტორმა ი. ნესტეროვმა დააპროექტა და  1928-1930-იან წლებში აშენდა, როგორც თბილისის #1 პურის ქარხანა, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩის N55-ში.

1990-იანი წლებამდე ეს ქარხანა ფუნქციონირებდა შეუფერხებლად – თავისი ფუნქციით, ხოლო 90-იანი წლებიდან შეწყვიტა მუშაობა. ახლანდელი შემოსასვლელის ადგილას გარკვეული  პერიოდი თონეც იყო გახსნილი.

მიუხედავად იმისა, რომ შენობას კულტურული ძეგლის სტატუსი მოხსნილი ჰქონდა, სხვა მსგავსი მნიშვნელოვანი შენობებისაგან განსხვავებით, ახალი მფლობელის მხრივ  ძალიან გაუმართლა და ეს  საინტერესო კონსტრუქცია სრულად დარჩა  ყველა ფაქტორის გათვალისწინებით – მოეწყო საერთოდ ახალი ტიპის, ახალი გამოცდილების საოფისე სივრცე. შენობას მაქსიმალურად შეუნარჩუნდა ძველი იერ-სახე. მოხდა ყველა დეტალის რესტავრირება.  

 შენობის რენოვაცია ახალმა მფლობელმა  დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო. 2019 წელს, პანდემიის დასაწყისში, როდესაც კომპანია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა, აჭარაბეთმა შექმნილი  ვითარება გამოიყენა და ახალი ოფისის მოძიება დაიწყო.  

Flutter ჯგუფთან ერთად მომზადდა სამუშაო გარემოს ულტრათანამედროვე სტანდარტი და ამ სტანდარტის საფუძველზე დაიწყო აჭარაჯგუფთან თანამშრომლობა. ასევე მომზადდა საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაცია და 1,5 წელიწადში ამ ეტაპამდე მივიდნენ. პროცესში ჩართულები იყვნენ აჭარაჯგუფი და აჭარაბეთის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, აგრეთვე არჩილ კახიძე, ნინო მაისურაძე, ბათუ ჭითავა, დავით შიუკაშვილი. 

პირველ რიგში, შენობა იმიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებული, რომ იდეალურად გამოხატავს კომპანიის კულტურას და ძირითად ღირებულებებს: არის ღია და თავისუფალი სამუშაო სივრცეებით მოწყობილი – apeople სწორედ თავისუფალი ადამიანების ერთობაა, სადაც ყველას შეუძლია ბოლომდე გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალიზმი.

ოფისის საერთო სამუშაო სივრცეები ხალისიანი და ფერადია – მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, დისკრიმინაციის გარეშე, ჩვენი კულტურის ორგანული ნაწილია.

ახალი ოფისის ტერიტორიაზე განთავსებულია თანამშრომელთა თავშეყრისათვის კომფორტული სივრცეები, აქვს სამი ტერასა, ორი ამფითეატრი (შიდა ეზოში და Co-Working-ის სივრცეში), იმისათვის რომ  თანამშრომლებმა შეძლონ სამუშაოს პროცესშივე განტვირთვა და სოციალიზაცია.   

ოფისი სპეციალურად არის მოწყობილი, რომ შიდა კლუბების შეკრებები კომფორტულად ჩატარდეს. დამონტაჟებულია 200X120-ინჩიანი ეკრანი კინო-კლუბისა და სხვადასხვა სპორტული აქტივობების/ღონისძიებების საყურებლად. იგეგმება   სამაგიდო თამაშების და სხვადასხვა ტიპის ტურნირების მოწყობა ოფისის ტერიტორიაზე.  

რაც მთავარია, შენობა მხოლოდ სამსართულიანია, რაც კარგად გამოხატავს კომპანიის Flat management სტრუქტურას. აქ ნებისმიერი რგოლის მენეჯერთან  კომუნიკაცია ყოველგვარი ფორმალური იერარქიის დაცვის გარეშე შეიძლება.  

შენობის სრული მართვა ხორციელდება ავტომატიზაციის საუკეთესო გამოცდილების და ხარისხის მქონე smart building management სისტემებით.   

ოფისის სივრცეები პირობითად დაყოფილია ბიზნეს მიმართულებებად, რათა ფუნქციურად დაკავშირებულმა გუნდებმა ერთად შეძლონ მუშაობა. ოფისში აქვთ სხვადასხვა ფუნქციონალური სივრცეები, მაგალითად,  დიდი საერთო სამუშაო სივრცე (სადაც თანამშრომელს შეუძლია გავიდეს   განსხვავებულ სივრცეში განტვირთვისა და კოლეგებთან ურთიერთობისათვის), ამასთანავე აქ მოქმედებს თავისუფალი სამუშაო ადგილის პრინციპი (Free-Desk Policy). 

არ არის განსაზღვრული კონკრეტული სამუშაო ადგილი კონკრეტული თანამშრომლისათვის, არც სამუშაო ადგილებია  პერსონიფიცირებული. შესაბამის ბიზნეს მიმართულების სივრცეში ყოველი თანამშრომელი თავისუფალია აირჩიოს კონკრეტულ დღეს რომელ ადგილზე იმუშავებს. ასევე, ყოველ სივრცეში განთავსებულია სიმაღლის ავტომატურად რეგულირებადი, მეხსიერებიანი სამუშაო მაგიდები, სადაც აჭარაბეთის თანამშრომლებს შეუძლიათ დაარეგულირონ სამუშაო მაგიდის ზედაპირი.

სამუშაო პრინციპების გათვალისწინებით, გარდა სამუშაო ადგილისა, იმ თანამშრომლებს, რომლებსაც განსაკუთრებული კონცენტრაცია ესაჭიროებათ, დღის განმავლობაში შეუძლიათ იმუშაონ  სრულიად განსხვავებული განცალკევებული კუნძულიდან (Quite-Pod), ხოლო თუ კოლეგებს, 2-4 ადამიანს, რაიმე საკითხზე აქვთ სასაუბრო, მათთვის ხელმისაწვდომია სპეციალური სივრცე – Agile Booth-ები, ყოველი მათგანს გააჩნია თანამედროვე აკუსტიკური ხმის ჩამხშობი ფილები.   

ოფისში განთავსებულია 21 სხვადასხვა ტიპის შეხვედრების სივრცე, რომელიც უზრუნველყოფილია ყველაზე თანამედროვე ვიდეო საკონფერენციო სისტემებით. ამ სივრცეებში განათება რეგულირდება ავტომატურად ფიზიკური/ვირტუალური შეხვედრის მიხედვით.  

აჭარაბეთის მთავარი პრიორიტეტი თანამშრომლების ჯანმრთელობაა, სწორედ ამიტომ ერგონომიული გარემოს მოწყობა ოფისის მშენებლობის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  ნაწილი იყო. 

საოფისე ავეჯი  სრულად ერგონომიულია და მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის კომფორტზე. 

შენობაში დამონტაჟებულია ავტომატურად მართვადი განათების სისტემა, რომელიც დაგეგმილი და მორგებულია ყოველი სამუშაო ადგილისათვის, რათა მუდმივად უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო ადგილის განათების საერთაშორისო სტანდარტი (500 lux). განათების სისტემა რეგულირდება სივრცეების და იზოდინამიკის შესაბამისად.   

შენობაში არსებობს რეკუპერაციის (ჰაერცვლის) უნიკალური სისტემა, რომელიც ახდენს ჰაერის სრული მოცულობის ცვლილებას 20 წუთის ინტერვალში, რაც უზრუნველყოფს მუდმივად სუფთა ჰაერის მოწოდებას.  

სამუშაოს ასეთი გარემო ქართულ დასაქმების ბაზარზე ინოვაციაა.  იმედია, რომ სამომავლოდ ბევრი კომპანია აიღებს ამ მაგალითს და თანამშრომლების კეთილდღეობას და ჯანმრთელობას პირველ ადგილზე დააყენებს.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.