fbpx

საჩუქრების რეკომენდაცია ვალენტინობის დღისთვის


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

 

მოგვწონს თუ არა სხვადასხვა თემატური დღესასწაულები, უნდა შევთანხმდეთ, რომ დამატებითი მიზეზი აღნიშვნისთვის ან სულაც საჩუქრების მიღებისა თუ გაცემისთვის არასდროსაა ზედმეტი. განსაკუთრებით რთულია ვალენტინობის დღესასწაულისთვის საჩუქრის შერჩევა – დიდი გამოწვევაა ისეთი რამის მოფიქრება, რაც არც უგემოვნო სემტიმენტებში ჩაგვეთვლება და არც  უფანტაზიობაში. სწორედ ამიტომ, ვეცადეთ თქვენთვის საქმე გაგვემარტივებინა და ქართულ ბაზარზე არსებული, როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის მისაღები ორიგინალური და გამორჩეული ნივთები შეგვერჩია.

 

They Said Books

გულით არჩეული წიგნი საუკეთესო საჩუქარია. წიგნების კონცეპტუალურ მაღაზიაში – They Said Books-ში მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული გამომცემლობების საგულდაგულოდ შერჩეულ წიგნებს აღმოაჩენთ ხელოვნებაზე, კულტურაზე, დიზაინზე, ლაიფსტაილზე. სწორედ აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ტაშენის გამომცემლობის Christo and Jeanne-Claude. ეს წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანი წყვილის, კრისტოსა და ჟან-კლოდის ერთობლივ შემოქმედებას და ცხოვრებას ეძღვნება. წიგნი მოიცავს როგორც ორი ხელოვანის მთელ შემოქმედებას, ასევე ადრეულ ნახატებს, საოჯახო ფოტოებს და სამომავლო პროექტების ჩანახატებს. 

ცოლ-ქმარი  ქმნიდა ხელოვნებას, მასშტაბურ პროექტებს, რომელიც მხოლოდ განსაზღვრული დროით არსებობდა, თუმცა ტოვებდა უნიკალურ, განუმეორებელ შთაბეჭდილებას და გავლენას. 

ორი ხელოვანის კოლაბორაცია, რომელიც 1961 წელს დაიწყო, მხოლოდ 2009 წელს, ჟან კლოდის გარდაცვალების შემდეგ დასრულდა. თუმცა, კრისტო სიცოცხლის ბოლომდე, 2020 წლამდე, ცდილობდა მათი საერთო პროექტების განხორციელებას.

 

ANOUKI & CAFE, BOOKS, EMOTIONS

ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის კონცეპტუალურ მაღაზიაში მის სამოსთან ერთად უამრავი საინტერესო ნივთის აღმოჩენა შეგიძლიათ. თუმცა, რამდენიმე ნივთი განსაკუთრებით თემატური შეიძლება აღმოჩნდეს 14 თებერვლისთვის. 

After dinner amusement-ის სერია მსოფლიოში ცნობილი სამაგიდო თამაშია.

პატარა ყუთებში მოთავსებული 50 ბარათი განსხვავებული თემატიკის მიხედვით გვთავაზობს პირობებს, რომელიც მოთამაშეებს ეხმარება გულწრფელ საუბრებში, გართობასა და დროის სასიამოვნოდ გატარებაში. მაგალითად, ამ სერიის ერთ-ერთი გამოშვება, Love Trivia 50 კითხვას მოიცავს სიყვარულის თემაზე ლიტერატურიდან, ისტორიიდან, მეცნიერებიდან, პოპ კულტურიდან და ერთ-ერთ საუკეთესო გასართობ თამაშად ითვლება წყვილებისთვის. პირობა შემდეგია – მოთამაშეები დასტიდან თითო ბარათს იღებენ და ხმამაღლა კითხულობენ ზედ დატანილ კითხვას, სწორი პასუხის ავტორი ბარათს იტოვებს. ბოლო კითხვის დასმის შემდეგ, ვისაც მეტი ბარათი აღმოაჩნდება ხელში, გამარჯვებულიც ისაა. კიდევ ერთი თემატური ყუთია Truth or dare for couples, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობი თამაშის, “სიმართლე თუ მოქმედება” ნაირსახეობაა, თუმცა ადაპტირებულია წყვილებისთვის. 

ბარათებზე დატანილია 50 უხერხული კითხვა და შესაბამისად, 50 რისკიანი ქმედება, რისი გაკეთებაც კითხვაზე გულწრფელი პასუხისგან თავის შეკავების შემთხვევაში მოგიწევთ. თამაში იდეალურად ითვლება ნებისმიერი წყვილისთვის, ვინც ეძებს სექსუალურ შთაგონებას, ან გართობის და ერთმანეთთან ურთიერთობის ახალ ხერხებს. 

ისეთი ყოველდღიური ნივთი, როგორიც ასანთია, შეიძლება სრულიად შთამაგონებელი გახდეს. ანუკის მაღაზიაში სხვადასხვა თემატიკის ასანთის ყუთების შეძენა შეგიძლიათ, რომელშიც ასანთის ღერებზე დატანილ ციტატებს, შთამაგონებელ ფრაზებს ან გეგმებს აღმოაჩენთ.

 

DREAMS

DREAMS კონცეპტუალური ონლაინმაღაზიაა, სადაც სხვადასხვა ორიგინალურ ნივთს აღმოაჩენთ. ვალენტინობისთვის საუკეთესო საჩუქრად კი სეზონის მოდური აქსესუარი –  ქუდი შევარჩიეთ. ამ კონკრეტული მოდელის ფერი და ორნამენტი პოპ კულტურაში სიყვარულთან დაკავშირებულ ორ ყველაზე მნიშვნელოვან სიმბოლოს – ვარდისფერს და გულს აერთიანებს.

 

POSTERO

თქვენს რჩეულს თავისივე სახელის ინიციალი შეგიძლიათ აჩუქოთ პოსტერის სახით. მხატვარ ოთარ ჯიშკარიანის მიერ 80-იან წლებში ქართულ ანბანზე შექმნილი კომპოზიციები – “ანბანთქება” 21-ე საუკუნეში პოსტერის სახით გაცოცხლდა. მხატვრის მიერ შესრულებული გრაფიკული სერია 36 ნამუშევრისგან შედგება და სამივე ქართულ დამწერლობას მოიცავს. უფრო მეტი პროექტის შესახებ შეგიძლიათ  ჩვენი სტატიიდან გაიგოთ.

 

Black Dog Shop

Black Dog Shop-ში ყოველთვის აღმოაჩენთ რაღაც განსაკუთრებულს. ამჯერად ვალენტინობისთვის საჩუქრად Black Dog სტუდიის პოსტერს გირჩევთ.

კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევარი, რისი შეძენაც აქ შეგიძლიათ, ქართველი მხატვრის, ქეთა გავაშელის მიერ 2018 წელს შესრულებული სერიაა. ავტორისთვის ინსპირაციის წყარო ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში დაცული XVIII-XIX საუკუნეებში ხელით შექმნილი ქსოვილების ნიმუშებია.

ამ ნამუშევრებში ქეთა გავაშელი გვერდს უვლის ტრადიციულ ტექნიკას და პირადი დღიურიდან ამოღებული ტექსტები საქარგავი მანქანის მეშვეობით გადააქვს ტილოზე.

 

CROSTY

CROSTY ფეხსაცმლის პოპულარული ქართული ბრენდია, რომელიც საქართველოს გარდა, საზღვრებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. CROSTY-ს კონცეპტუალურ სივრცეში შეგიძლიათ აარჩიოთ  სასურველი ფეხსაცმელი როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის – მათთვის, ვისთვისაც თვითგამოხატვა ცხოვრების წესია. 

ჩვენი განსაკუთრებული რეკომენდაცია ეკუთვნის კედებს – წარწერით ,,თავისუფლება” – ეს ისაა, რაც ყველა ადამიანს განსაკუთრებულად სურს და სჭირდება.

 

RECKLE$$

ტანსაცმლის საჩუქრად არჩევა ყოველთვის პრობლემურია ხოლმე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ბრენდი – რექლესი ამ პროცესს გაგიმარტივებთ. თან რექლესში ვალენტინობის თემატური მაისურების და ჩანთების ფასდაკლებით შეძენაა შესაძლებელი. 

 

Giggles

ფრანგული ბრენდის, IZIPIZI-ს სათვალეების შეძენა მის ოფიციალურ წარმომადგენელთან საქართველოში, გიგლსში შეგიძლიათ. აქ  ნებისმიერი  – მხედველობის, მზის, კომპიუტერის, თოვლის თუ საკითხავი სათვალის არჩევას შეძლებთ. სხვისთვის შესაფერისი სათვალის ფორმის შერჩევა რთული პროცესია ხოლმე და იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორისთვის სასურველი ზუსტი მოდელი არ იცით, სხვადასხვა ფასის სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენას გირჩევთ. 

 

F-lovers

ყვავილების ჩუქება ყოველთვის კარგი იდეაა, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს თაიგულის შეფუთვას და მის ესთეტიკურ მხარეს. სწორედ ამიტომ, თაიგულის შერჩევას F-lovers-ში გირჩევთ, სადაც ხელოვან მაია სუმბაძის მიერ სპეციალურად ამ მაღაზიისთვის შექმნილ შესაფუთ ქაღალდებში გაგიხვევენ ყველაზე კლასიკურ საჩუქარს.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.