fbpx

თიბისი კონცეპტი და რადიო GIPA წარმოგიდგენთ ყოველკვირეული პოდკასტების სერიას


გააზიარე სტატია

 

რადიო GIPA ორენოვანი რადიოპლატფორმაა, რომელიც FM სიხშირისა (94.3) და მის ბაზაზე არსებული სხვა ციფრული არხების მეშვეობით გემოვნებიან მუსიკასთან ერთად, ქართულ და ინგლისურ ენებზე შემეცნებით, კულტურულ თუ სოციალურ რუბრიკებს აერთიანებს. 

თიბისი კონცეპტი პერსონალურ საბანკო მომსახურებასთან ერთად, თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობას და საშუალებას აძლევს მათ დაუთმონ მეტი დრო ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. თიბისი კონცეპტისა და რადიო GIPA-ს ახალი ინიციატივის მიზანიც სწორედ ეს არის – მომხმარებლებსა და მსმენელებს მეტი დრო დარჩეთ  მათთვის საინტერესო შემეცნებითი მიმართულებებისთვის.

შემეცნებითი პოდკასტების სერიები განსხვავებულ თემებს გააერთიანებს. პირველი ნაწილი თბილისურ ისტორიებს შეეხება. მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ  ქალაქში არსებული ამბების, ლეგენდების, ადათ-წესების, სასიყვარულო ურთიერთობების  და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი თბილისური ამბების შესახებ, ქალაქის კულტურულ თუ ურბანულ მახასიათებლებზე.

 

პირველ სერიას – თბილისური ამბები –  გაუძღვებიან:  

  • ცირა ელისაშვილი –  „თბილისი დეტალებშია“
  • დათო ტურაშვილი – თბილისის გერმანული ისტორია
  • ზაზა აბაშიძე –  ქართული კინოს ისტორია ერთ სახლში

 

 

პოდკასტები ეთერში გავა 16 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე, რადიო GIPA-ს ეთერში – FM 94.3-ზე და ასევე რადიოს GIPA-სა  და თიბისი კონცეპტის ონლაინპლატფორმებზე: Spotify, Facebook  და Instagram

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.