fbpx

ბერლინის კინოფესტივალზე ქალები დომინირებენ


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

კატალონიურენოვანი დრამა – „Alcarràs“ 2022 წლის ბერლინის კინოფესტივალზე ოქროს დათვის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ბერლინის 72-ე საერთაშორისო ფესტივალზე ქალები ლიდერობდნენ: საუკეთესო ფილმისთვის დაწესებული სამი ჯილდოდან ორი რეჟისორ ქალს გადაეცა, ისევე როგორც გენდერულად ნეიტრალური ორივე სამსახიობო და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო.

კარლა სიმონის მთავარი პრიზის მფლობელი დრამის, „Alcarràs“-ის სიუჟეტი კატალონიურ სოფელში ვითარდება, რომელიც ფერმერთა ოჯახის სირთულეებზე მოგვითხრობს, როდესაც მათი მიწის მესაკუთრე ატმის ხეების მზის პანელებით ჩანაცვლებას გადაწყვეტს. ეს სიმონის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია 2017 წლის კრიტიკულად აღიარებული „Summer 1993“-ის შემდეგ.

ჟიურის პრიზი მექსიკურ დრამას – „Robe of Gems“-ს ერგო – რეჟისორ ნატალია ლოპეზ გალარდოს სადებიუტო ფილმს, რომელიც 2007 და 2012 წლებში კარლოს რეიდგასის Silent Light-სა და Post Tenebras Lux-ზე მუშაობდა. ჟიურის გრანპრი ჰონგ სანგ-სუს „The Novelist’s Film”-ს შეხვდა.

ბერლინალემ გენდერულად ნეიტრალური სამსახიობო ჯილდოები 2021 წელს შემოიღო და შარშანდელის მსგავსად, წელსაც ორივე ქალებს გადაეცა. ვერცხლის დათვი საუკეთესო მთავარი როლისთვის მელტემ კაპტანმა მიიღო ფილმისთვის „Rabiye Kurnaz vs George W Bush“, რომელიც აშშ-ს მართლმსაჯულების სისტემას უპირისპირდება, რათა შვილი Guantánamo Bay-დან გაათავისუფლოს; საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის კი ლაურა ბასუკიმ – ინდონეზიური დრამისთვის “Before Now & Then” (Nana).

„Rabiye Kurnaz vs George W Bush“-მა ჯილდო ასევე საუკეთესო სცენარისთვის აიღო – ვერცხლის დათვი Laila Stieler-ს გადაეცა, ხოლო ფრანგ ვეტერან კინორეჟისორს, კლერ დენის საუკეთესო რეჟისორის ტიტული შეხვდა ფილმისთვის “Fire” ან „Both Sides of the Blade“, რომელშიც მსახიობი ჟულიეტ ბინოში მონაწილეობს.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ცერემონია ვირტუალურად ჩატარდა, 2022 წლის ღონისძიება დასწრებით, თუმცა კოვიდპანდემიის წესების დაცვით გაიმართა. ფესტივალის დამსწრეებს შორის არ იმყოფებოდა სახელგანთქმული ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი, რომელსაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ოქროს დათვი უნდა გადასცემოდა, მას დაგეგმილ პრეზენტაციამდე კორონავირუსი დაუდასტურდა.

ასე გამოიყურება ბელინის 72-ე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულების სრული სია:

  • ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისთვის: „Alcarràs“ (რეჟ. კარლა სიმონი)
  • ერცხლის დათვი, ჟიურის გრანპრი: „The Novelist’s Film“ (რეჟ. ჰონგ სანგ-სუ)
  • ვერცხლის დათვი, ჟიურის პრიზი: „Robo of Gems“ (რეჟ. ნატალია ლოპეს გალარდო)
  • ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისორისთვის: კლერ დენი (“Fire” ან „Both Sides of the Blade“)
  • ვერცხლის დათვი საუკეთესო მთავარი როლისთვის: მელტემ კაპტანი („Rabiye Kurnaz vs George W Bush“)
  • ვერცხლის დათვი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის: ლაურა ბასუკი (“Before Now & Then” (Nana))
  • ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისთვის: Laila Stieler („Rabiye Kurnaz vs George W Bush“)
  • ვერცხლის დათვი გამორჩეული მხატვრული წვლილისთვის: რითი ფანი და Sarit Mang („Everything Will Be OK“)
  • ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: „A Piece of Sky“ (რეჟ. მაიკლ კოხი)

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.