fbpx

ვარსკვლავები უკრაინისთვის: ქამბერბეჩი, ბარდემი, ჯოლი


გააზიარე სტატია

 

„ახლა უფრო მეტი გვჭირდება, ვიდრე უბრალოდ ფიქრი და ლოცვაა“ – ასე მიმართა ბენედიქტ ქამბერბეჩმა საზოგადოებას Walk of Fame-ის ცერემონიაზე და ღიად დაუჭირა მხარი უკრაინელ ხალხს. 

 

 

ყოველდღიურად, უამრავი ცნობილი ადამიანი მთელი მსოფლიოდან, სოციალური ქსელებით თუ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთ ცდილობს სახალხოდ გამოხატოს თავისი პოზიცია და მხარი დაუჭიროს უკრაინას. 

მსახიობი ხავიერ ბარდემი, უკრაინის მხარდასაჭერად, მადრიდში რუსეთის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. “ვგმობ რუსეთის საომარ მოქმედებებს უკრაინაში, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არღვევს უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტის ფუნდამენტურ უფლებას…” განაცხადა მსახიობმა. “ვღელავ ასევე ლტოლვილების შესაძლო ტალღის გამო, რომელსაც ეს აგრესია გამოიწვევს.”

 

 

ჰოლივუდში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჰუმანიტარმა ანჯელინა ჯოლიმაც საჯაროდ მიმართ საზოგადოებას რუსეთ-უკრაინის კრიზისის შესახებ. ის საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის შესახებ და გამომწერებს მშვიდობისა და დახმარებისაკენ მოუწოდებს. 

 

 

მწერალი სტეფან კინგი ტვიტერზე: „იშვიათად ვდებ პოსტს, მაგრამ ეს გამონაკლისია“.

 

 

 

მწერალი მარგარეტ ეტვუდი საპროტესტო აქციაზე, უკრაინის დროშით 

 

მომღერალმა Cardi B-მ ღიად გამოთქვა თავისი პოზიცია ლაივ-ვიდეოს საშუალებით და განაცხადა, რომ ის არა რომელიმე ქვეყნის, არამედ მოქალაქეების მხარესაა. ინსტაგრამ-პოსტებით კი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ჯარედ ლეტომ, სევდალიზამ, Red Hot Chili Peppers-მა, ნიქ ქეივმა, პოლ მაკარტნიმ, მადონამ და ბევრმა სხვა ვარსკვლავმა გამოხატა.

 

 

 

დავით აგლაძის ახალი ფილმის – „სხვა მეს“ მსახიობმა ჯიმ სტარგესმა კი საქართველოსთან თანამშრომლობით საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე საზოგადოებას ქველმოქმედებისაკენ მოუწოდა და საქართველოში 2008 წლის ომის მოვლენებიც გაიხსენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ინფორმაციულ ომში ჩვენი ქვეყნისთვის.

 

 

მხარდაჭერის ერთ-ერთ ყველაზე თამამ და მამაც ფორმას ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა შონ პენმა მიმართა, რომელიც ახლაც უკრაინის ცხელ წერტილებში იმყოფება და დოკუმენტური კინოენის საშუალებით ცდილობს მომავლისთვის რუსეთის რეალური აგრესია დაანახოს მსოფლიოს.

 

 

მოდის სამყაროც აქტიურად ერთვება რუსეთ-უკრაინის კრიზისის თემაში და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.

 

 

დღესდღეობით ბალენსიაგას ერთადერთი პოსტი ინსტაგრამ-გვერდზე უკრაინის დროშაა.

 

 

ქანიე უესთისა და დემნა გვასალიას მიმოწერა. 

 

და ბოლოს, დღეს, როცა მთელი მსოფლიო უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდა, მნიშვნელოვანია მსოფლიომ რუსეთის აგრესიის სხვა მსხვერპლი ქვეყნებიც არ დაივიწყოს,  რომელთა შორიც ჩვენც ვართ. ამიტომაც სერიალ Supernatural-ის მსახიობ მიშა კოლინსის ტვიტმა, რომელიც ანგელოზის როლს ასრულებს ფილმში, დიდი ყურადღება მიიპყრო საქართველოში, რადგან მან ფანებს ქართულ ენაზე მიმართა და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფოტოებიც გამოაქვეყნა.

 

 

 

 

660 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.