fbpx

სტრიტ-არტი ოკუპანტურად


გააზიარე სტატია

ავტორი: ლუკა ბაქანიძე    

 

კოლმეურნეობას ახლა რა ქვია, ხუიევოზნაეტ და მოკლედ, მოვტასაობ მანდ. აქეთა, მურტალ ტროტუარზე. ფეხს რო ვერ აუქცევ გამვლელს და თუ აუქცევ, ქე რო გაგიტანს მანქანა, ემაგ, გადმოხურულ ტროტუარზე. ხოდა მოაჭრა ვიღაც ზურგჩანთიანმა როჟამ და დამტვრეული ქართულით მეუბნება, ძმურად, ხუთი ლარი მაჩუქეო. მცხეთაში უნდა წავიდე და ფული არ მაქვსო. მთვრალია პახოდუ. პირბადე ფეხზე კიდია და არყის სუნი ასდის. მე კოლას და მენთოლა კევის სინთეზი დავამუღამე და ეგრე ძაან არ ვყარვარ ხოლმე. ხუთი ლარიო და მასტი რუსია, ვატყობ. მეთქი, ცოტა გავერთო და შევუყვანე სუფთა რუსულად, უაქცენტოდ: საიდან ხარ, ვინა ხარ, რამე. გაუბრწყინდა თვალები – ზემლიაკი ხარო, ბლინ? მეთქი, აბა რა, ტო. აბა რა. აბა რა-მეთქი და მოაღო ამ რუსაკმა პირი: ეს სადა ვართო, ბიჭო, ამ გრუზინებს რო შევეციო, მე ამათიო. აქ კი დავფიქრდი და გავიხედ-გამოვიხედე: შუა ქუჩაში ვწყვიტო – შარია. აგერ სავსეა პატრული, მოვარდებიან და მე კიდე სათვალის ფუტლარში კაი პიტაკი პლანი მიძევს. და მოვიფიქრე – წამო, ლუდი მოვსვათ, – ვეუბნები. დავაიო. გადავიყვანე მეორე ტროტუარზე, „ვარშავაში“ შევაჭერით, ვგლიჯეთ ლუდი და ლუდმა ამას სახე გააძრო ვაბშე, ნაარაყალზე. გავიხედოთ, გახსნა ჩანთა, და შიგ მასტს აეროზოლები ულაგია თურმე, და რეზინის ხელთათმანები, და კიდე რაღაც ზმანი, საღებავით გასვრილი. თან ყვება: გვიხდიანო ფულს, და ასე უნდა ვიაროთ და რუსეთის დროშები ვხატოთო. ან რამე რუსული წარწერებიო. რო რუსეთი კაია და ეგრეო, იტოგში. მეთქი, ვინ გიხდით აბა, ბრატ, რა ნაროდია, – გემეხსნა ყოფილი ჟურნალისტის ზამასკა, მაგრამ ვერ ვათქმევინე ვერაფრით. ტუჩებზე თითს იდებს საიდუმლო იერით. ეს ჩემის ედგარ პოს პერსი. თუ დოილის. რა დაშინებულია, აზრზე მოდი, ეგეთ მთვრალზეც კი ბარიერებს აძრობს მასტი ტვინებში.

მერე დაიწყო ისევ წუწუნი და ისეთი რაღაც მოყვა, იმენა სიამაყით ავივსე საცობამდე: ღამე დედაენის ბაღში ხატავდა თურმე რუსულებს, და დასევიან თინეიჯერები, სკეიტებით კატაობდნენ იქვე, ბავშვები. ხოდა გაუპიზდიათ ცემაში, სუ სკეიტები ურტყამთ თავში – შენი ოკუპანტი დედაცო. ზროსლების არ მეშინია, ზროსლ გრუზინებს არაფრის ტრაკი არა აქვთ და ამ ლაწირაკებს რო ვხედავ, ვითესები ეგრევეო. შანსი არაა, მაგათ ახლოში დავწერო რამეო. ყვება და მე რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩემი ქვეყნის ჰიმნს ვიმღერ გულში. რა დედისტყნელი თაობა მოდის, მადლობა ღმერთებო… მოკლედ, ვიცი უკვე რაც უნდა ვქნა. გამოვედით ბარიდან. საკაიფოდ ღამეა უკვე. ბარის გვერდით მყუდრო ჩასახვევია. ბნელი. უკაცური. და წამო, მოკლე გზით ჩაგიყვან მეტრომდე, ვეუბნები, მერე ამოხვალ დიდუბეში და იქიდან რამე გავა მცხეთაში, ფულსაც მოგცემ, ზემლიაკ, ბაზარი არალი. ჩავიყვანე და ეს უცებ მიეყუდა კედელს და არწყია. მერე ჩაიკუზა. მერე წამოდგა და ძლივს წამოდგა. გახლეწილი მთვრალია. ეს რო ვცემო, რა აზრი, ვფიქრობ. ვერც იმას მიხვდება, რატო ვცემ და ვერც იგრძნობს თან. მთვრალი კაცი ხო ვერ გრძნობს ტკივილს. თან რა მუღამი აქვს ასეთი დაფარჩაკებული ტიპის ცემას, ხელსაც რო ვერ შემოგიბრუნებს. მეთქი, ოკ. დაე. წავალ ჩემი გზით. დავტოვე ეგრე რწყევა-რწყევაში, ამოვედი ისევ გამზირზე და უკნიდან მესმის ყეფა-ღრენა, დედის წიოკი. მოვიხედე და დასევია ამ ჩემისას ორი ქუჩის ძაღლი და ღეჭავენ იმენა. ცოტა ხანს ვალივერე და მერე შემეცოდა, ჩემი წმინდანა კარგიც რო მოვტყან. შემეცოდა და გავყარე ცუგები, რამეთუ მაგ ადგილებში ხშირად დამყურსებელი მასტი ვარ და ორივე ძაღლს ვემეგობრებოდი კაი ხანია. და ეგენი არყის სუნს მაგ პროპაგანდისტ რუსაკს კი არა, მეც კი არ მპატიობენ ხოლმე ხანდახან და უბრად ჩამივლიან გვერდზე. გამოვათრიე რუსაკი გამზირზე, დავსვი გაზონზე და ვეუბნები ქართულად  ფილოსოფიებს: ძაღლის ნაკბენი არაფერია, ბიჭო, როცა მთვრალი ხარ. როცა მთვრალი ხარ, ყველაფერი – არაფერია, შე ყლეო, შენა. შემდეგ დავრეკე სასწრაფოში, მისამართი მივეცი და ავითესე იმ სანახებიდან…

 

ეს ისტორია, რა თქმა უნდა, მწერლური ფანტაზიის ნაყოფი გახლავთ… და იმასაც, რა თქმა უნდა, რო ჩავივლი მერე, “ვარშავისკენ”, და გზაში ახოტნიჩი ძეხვს ვიყიდი: იქ ხომ ორი მეგობარი ძაღლი მეგულება, და ახოტნიჩი ძაანაც მოეწონებათ, ასე მგონია. ეკუთვნით, მე ვიყო კამუნისტებზე მონადირე გაქნილი ლუკრეციო. PAX

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.