fbpx

MASHOVERSE უკრაინისთვის


გააზიარე სტატია

MASHOVERSE მაშო მარგიშვილის მიერ ვირტუალური სივრცეა, რომელიც ამ ჯადოსნური სამყაროს სხვადასხვა პერსონაჟების NFT პროექტებსა და მომავალში, მეტავერსში არსებულ თამაშს აერთიანებს.

მაშოვერსის არაერთ პროექტს მისი სოციალური შინაარსობრივი დატვირთვა ხდის გამორჩეულს.

მისი პატარა და მშრომელი გუნდი, Mashoverse-ის ამჟამინდელ შემოქმედებით სამეგობროსთან ერთად, ყოველთვის ცდილობს, გვერდით დაუდგეს გარემოს, ადამიანებს, თემსა თუ მიზნებს, საჭიროების შესაბამისად.

ამ ეტაპზე მაშოვერსი NFT სივრცეში წარმოდგენილია ქვაჭამიების პერსონაჟებითა და ვიზუალური ნამუშევრებით.

„მისი ყველაზე მსხვილი, 6000-ანი პროგრამის დახმარებით შექმნილი ქვაჭამიების კოლექციის გაშვებას აპრილის ბოლოს ვგეგმავდით, თუმცა უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, მაშოვერსის გუნდს დაგვანახა, რომ – ჯერ ერთი „დიდება უკრაინას“, და მეორეც, – აუცილებელია საქველმოქმედო აქციის ორგანიზება ჩვენი მამაცი და მებრძოლი მეგობრებისთვის. სწორედ ასე შეიქმნა MASHOVERSE 4 UKRAINE – მაშოვერსი უკრაინისთვის.

საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში 5 მარტიდან – 5 აპრილის ჩათვლით მაშო სხვადასხვა ქართველ თუ უცხოელ ხელოვანებთან ერთად, შექმნის NFT სერიას, რომელთა დადებითი გზავნილები გაზრდის ცოდნას, უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი ნამუშევრები ოფიციალური წესების მიხედვით განიხილება და Singular-ზე განთავსდება. და რა თქმა უნდა, შემოწირულობები გადაირიცხება უკრაინაში.

ნამუშევრები შეიძლება იყოს, როგორც კონკრეტულ, ისე თავისუფალ თემაზე.

MASHOVERSE-ის ქვაჭამიებისა და სხვა ნამუშევრების ნახვა ამ ლინკის მეშვეობით არის შესაძლებელი: https://singular.app/collections/aee71703935620325f-MASHOVERSE4UKRAINE

 

მეტი დეტალი: https://www.mashoverse.com/ 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.