fbpx

უკრაინის ომი Washington Post-ის ფოტოგრაფ სალვან ჟორჟის თვალით


გააზიარე სტატია

Washington Post-ის ფოტოგრაფმა სალვან ჟორჟმა თავის ინსტაგრამის გვერდზე უკრაინაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. 

5 მარტს, ოდესაში, გიორგი ქებურია მეუღლეს, მაიას და შვილებს მატარებლის სადგურზე დაემშვიდობა. მატარებელი პოლონეთის საზღვრისკენ, ლვოვში მიემართება. ქებურია სხვა მამაკაცებთან ერთად რუსულ ძალებთან საბრძოლველად რჩება. ბევრი ოჯახი ცდილობს ოდესიდან გაქცევას, სანამ აქ საომარი მოქმედებები დაიწყება.

ომის პირველი დღეები უკრაინის დონბასის რეგიონის სოფლებში კი ასე გამოიყურებოდა. სოფელ სტანიცია ლუჰანსკაში საბავშვო ბაღის სპორტული ოთახის კედელი არტილერიის ჭურვმა მაშინ დაანგრია, როცა იქ ბავშვები  არ იმყოფებოდნენ.  

16 თებერვალს უკრაინელები შეიკრიბნენ მაიდანზე “ერთიანობის დღის” აღსანიშნავად. ამ დროს კიევში და ქვეყნის დედაქალაქში ცხოვრება ჯერ კიდევ ნორმალურად მიმდინარეობდა.

ხარკოვში ასობით ადამიანი, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვი, რუსული დაბომბვების გამო თავს აფარებდნენ მეტროსადგურს თავიანთი ნივთებითა და შინაური ცხოველებით.

ხალხმა დაიწყო მანქანების დატვირთვა და ქალაქიდან გასვლა მას შემდეგ, რაც გამთენიისას ქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა. 

დღის პირველი სირენები ხარკოვში გამთენიისას გაისმა. ხალხი მიწისქვეშა თავშესაფარში გარბოდა. დღის მეორე ნახევარში უკრაინელი კაცები და ქალები შენობის წინ შეგროვდნენ ტერიტორიულ თავდაცვის ძალებთან ერთად ქალაქის დასაცავად.

უკრაინაში დევნილთა უმეტესობა მიემართება დასავლეთ უკრაინის ქალაქებისკენ,  ლვოვისკენ. მაგრამ ეს რთული მოგზაურობაა, რადგან კიევის დაბომბვის გამო, ქალაქის გავლა ახლა სახიფათოა. 

დნიპრო ამ დროისთვის უსაფრთხოდ ითვლება. ქალაქი ჯერ არ დაუბომბავთ, მაგრამ აქ უკვე მიიღეს ზომები თავდაცვისთვის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.