fbpx

Window Project და გალერეა “ართბითი” „არტ დუბაის“ ხელოვნების ბაზრობაზე


გააზიარე სტატია

არტ დუბაის ხელოვნების ყოველწლიურ ბაზრობაზე გალერეა „ართბითმა“ და Window Project-მა ქართველი ხელოვანების ნამუშევრები წარადგინეს.

Window Project, ახალი მედიის სექციაში  უტა ბექაიასა და უზბეკელი ციფრული არტისტის, დენის დავიდოვის ერთობლივ NFT ნამუშევრებს – “Sacred Creatures: BajBajas” წარმოგიდგენთ.

მათი NFT ნამუშევრების პირველი სერია ადამიანის პირველად აღქმას ემყარება, რომელიც ბავშვის სათამაშოა.

გალერეა Window Project თანამედროვე ხელოვნების სექციაში ასევე წარმოადგენს ვახტანგ ქოქიაშვილის, ანანო ჯანაშიას, უტა ბექაიასა და ალექსეი დუბინსკის ნამუშევრებს.

გალერეა „ართბითი“ არტ დუბაიზე მაია ნავერიანის, ქეთი კაპანაძისა და ჯონ რიგენჰოფის ნამუშევრებს წარადგენს.

ნათია ბუკია, გალერისტი: „ჩემთვის რთული იყო მონაწილეობა მიგვეღო „არტ დუბაიზე“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. მიხარია, რომ ბაზრობას თავისი წვლილი შეაქვს უკრაინის დასახმარებლად ( გაყიდული ბილეთების 25% მათ დონაციას მოხმარდება) და ჩვენც ამის ნაწილი ვართ.“


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.