fbpx

ანასტასია ახვლედიანის პერსონალური გამოფენა „NEVERTOLD/ართქმული“ ღია სივრცეში


გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი ყოლბაია

 

ღია სივრცე წარმოგიდგენთ ანასტასია ახვლედიანის პერსონალურ გამოფენას – NEVERTOLD/ართქმული. 


“ართქმული” ხელოვანის პირველი პერსონალური  გამოფენაა საქართველოში. ექსპოზიცია რამდენიმე მედიუმს აერთიანებს:  ფერწერას, ობიექტებს, სივრცულ ინსტალაციას. 

ნამუშევრების ნაწილი სპეციალურად გამოფენისთვისაა შექმნილი, ნაწილი კი უფრო ადრინდელი პერიოდისაა. 

ანასტასია ახვლედიანის ბოლოდროინდელი სახელოვნებო პრაქტიკა დაკვირვებას ემყარება. ხელოვანის ინსპირაცია ამ პროექტისთვის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მოსმენილი  არაემპირიული ისტორიებია, რომლებიც მეხსიერებაში დალექვის შემდეგ ხშირად სხვადასხვაგვარად ფორმირდება და იცვლება კიდეც. 

“ართქმული” – რეალური ისტორიების არტისტის მეხსიერებისა და ფანტაზიის პრიზმაში გარდასახვის შედეგია, ამიტომ მათ შორის ხშირად ვხვდებით ფანტასტიკურ არსებებსა და პერსონაჟებს. ზოგიერთი დეტალი სხვადასხვა ნამუშევარში მეორდება, რაც მეხსიერების მუშაობას ჰგავს, ისევე, როგორც უცნობი მიზეზებით გამეორებულ სიზმარს.

ანასტასია ახვლედიანი 1996 წელს თბილისში დაიბადა.  2018 წელს დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა (VAADS) ფერწერის მიმართულებით.  მონაწილეობდა არაერთ ჯგუფურ გამოფენასა და სარეზიდენციო პროგრამაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2018 წელს ბარსელონაში, რეზიდენციის – JIWAR Barcelona ფარგლებში ანასტასიამ  სოლო გამოფენა წარადგინა.

გამოფენა ღიაა ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით 3-8 საათამდე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.