უკრაინელი ხელოვანების მხარდასაჭერად
ცალკეული არტისტების თანადგომის გარდა, უკრაინის მხარდასაჭერად იქმნება ფონდები, რომლებიც მზად არიან ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაურიცხონ ომში დაზარალებულ ადამიანებს.
დაზარალებულ ადამიანებში შედიან თვითონ არტისტებიც, რომლებიც უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსში ცხოვრობენ. ბევრი მათგანი არის დევნისა და შევიწროების მსხვერპლიც. უცხოურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, სახელწოდებით Artist at Risk(AR)-მა ეგრეთწოდებული „სოლიდარობის პრინტები“ შეკრიბა, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა გათვლილია სწორედ ისეთი არტისტებისათვის, რომლებსაც სჭირდებათ თავშესაფარი და უსაფრთხო გარემო საცხოვრებლად და სამუშაოდ.
დონაციაში ქართველი ხელოვანებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის არიან ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ანდრო ვეკუა და თეა ჯორჯაძე.
View this post on Instagram
View this post on Instagram
AR-ს აქტიურად უჭერს მხარს მარტინ რუსაკის სტუდია, რომელმაც მოკლე დროში მოახერხა შეექმნა საერთაშორისო დონეზე ცნობილი მხატვრების, დიზაინერებისა და ბრენდების ნამუშევრები, რომელთა შორის Rooms Studio-ს Sculptural Chair მოხვდა.
View this post on Instagram
უკრაინის ომმა ხელოვანები მაღალი რისკის ქვეშ დააყენა, საპასუხოდ საერთაშორისო ხელოვანთა არაფორმალურმა გაერთიანებამ Artist at Risk-ის მხარდაჭერა გადაწყვიტა, რომელიც ეხმარება არტისტებს, რომლებსაც გადაუდებელი მოგზაურობა, თავშესაფარი და ფინანსური დახმარება სჭირდებათ ამ რთულ დროში.
https://solidarityprints.artistsatrisk.org