fbpx

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) საქართველოს პარლამენტს მოთხოვნით მიმართავს


გააზიარე სტატია

 

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ (GCA) და მისმა წევრებმა საქართველოს პარლამენტს მოთხოვნით მიმართეს. გთავაზობთ GCA-ის გავცელებული წერილის ტექსტს:

 

GCA-ის (საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია) 700-ზე მეტმა წევრმა ხელოვანმა საქართველოს პარლამენტს მიმართა. მათი მოთხოვნაა პარლამენტმა გაითვალისწიონოს საერთაშორისო პრაქტიკა, ექსპერტების რეკომენდაციები და არ დაუშვას საავტორო უფლებების ერთსა და იმავე სფეროში ერთზე მეტი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის არსებობა (პარალელური ადმინისტრირება) რაც დღევანდელი კანონმდებლობით შეზღუდულია.   

წერილზე ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ პარალელური ადმინისტრირება საავტორო უფლებების სფეროსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ეს დააზიანებს ავტორებს. 

ამის მაგალითი უკვე არსებობს უკრაინის სახით. წლების წინ, რუსეთის უხეში ჩარევით, უკრაინაში შეცვალეს კანონი, რამაც იქ საავტორო უფლებების სფერო სრულიად მოშალა.   

საავტორო კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა მოთხოვნილია ორგანიზიაცია GERA-ს მიერ. 

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი წერილის ხელმომწერებს ვთხოვეთ:

 

სანდრო ყანჩელი (მუსიკალური პროდიუსერი, კომპოზიტორ გია ყანჩელის მემკვიდრე): 

უკვე 25 წელია მუსიკალურ ინდუსტრიაში ვსაქმიანობ გერმანიაში და არაერთ ორგანიზაციასთან თუ გამომცემლობასთან მიწევს თანამშრომლობა ევროპასა და ამერიკაში. საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ საავტორო უფლებების კოლექტიური მართვა მხოლოდ ერთი ფანჯრის პრინციპის შემთხვევაში აღწევს მაქსიმალურ ეფექტურობას. ხოლო ერთზე მეტი ორგანიზაციის დაშვება იწვევს არა ორი, არამედ დაუსრულებლად და უკონტროლოდ ბევრი ორგანიზაციის შექმნას, რაც კოლექტიურ მართვას შეუძლებელს ხდის.

თავს ვთვლი ვალდებულად გავუზიარო ქართველ ავტორებს და პარლამენტის წევრებს ის შედეგები, რომელსაც გარდაუვლად მივიღებთ არსებულ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანისას: 

  1. გაჩნდება არა ერთი, არამედ კიდევ რამდენიმე პარალელური ორგანიზაცია, რაც რეპერტუარის გადანაწილებას და დაქუცმაცებას გამოიწვევს. უკიდურესად გართულდება მუსიკის მომხმარებლებისთვის სალიცენზიო ხელშეკრულებების გაფორმება რამდენიმე მხარესთან, რასაც ბევრი მომხმარებელი ფიზიკურად ვერ შეძლებს. დაიწყება შემოვლითი გზების ძებნა. 

 

  1. მომხმარებლის დაინტერესების მიზნით პარალელური ორგანიზაციები სალიცენზიო გადასახადს შეამცირებენ, რაც უარყოფითად აისახება ავტორების შემოსავალზე.

 

  1. სახელმწიფოს გაუჭირდება პარალელური ორგანიზაციების კონტროლი, ხოლო ერთსა და იმავე საქმეზე დახარჯული ადმინისტრაციული რესურსი იმდენჯერ გაიზრდება, რამდენი ორგანიზაციაც დაფუძნდება მომავალში. ეს მოხდება ისევ საავტორო ჰონორარის შემცირების ხარჯზე.

 

  1. პარალელური ორგანიზაციები დააბნევს ავტორებს და ხელოვანებს შორის დაუსრულებელ კამათს და ვნებათაღელვას გამოიწვევს. არსებული ჯანსაღად მომუშავე სტრუქტურა და მრავალრიცხოვანი საერთაშორისო კავშირები ჩამოიშლება. ქვეყანას მნიშვნელოვნად შეეშლება ხელი ცივილიზებული სამყაროსკენ სვლაში.  

 

ბედნიერი ვიქნები, თუ არ მომიწევს სულ რაღაც ორიოდე წელიწადში შეგახსენოთ ჩემი დღევანდელი ვარაუდი, ქართველ ავტორებს კი, არ მოუწევთ ერთი ფანჯრის პრინციპისკენ დასაბრუნებელ გრძელ და რთულ გზაზე სვლა. ეს ყველაფერი კი საკუთარ თავზე უკრაინამ გამოსცადა გასულ ათწლეულში.

ნეკა სებისკვერაძე (მომღერალი): უკვე არაერთი წელია ვარ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრი და მინდა მხარდაჭერა გამოვხატო ამ ორგანიზაციის მიმართ. ჩვენთვის ცნობილია, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ კანონის იმგვარ ცვლილებას, რაც გამოიწვევს ბოლო წლებში პროგრესირებადი კოლექტიური მართვის სისტემის დასუსტებას და განადგურებას. წარმოიდგინეთ, როდესაც ერთი და იმავე უფლების მოსაპოვებლად მომხმარებელთან მივა ორი, სამი ან მეტი ორგანიზაცია, ბუნებრივია გადამდელი უარს იტყვის ჰონორარის საერთოდ გადახდაზე და საბოლოოდ დავზარალდებით ჩვენ, ხელოვანები. აქედან გამომდინარე, პრინციპულად მიგვაჩნია, რომ კანონში არსებული ერთი ფანჯრის პრინციპის შენარჩუნება და თითოეულ სფეროში მხოლოდ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის არსებობა. გაუაზრებელმა ცვლილებებმა შეიძლება ძალიან დიდი საფრთხეების წინ დაგვაყენოს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.