ქართული გალერეა უკრაინის სოლიდარობისთვის
არტ დუბაის ხელოვნების ყოველწლიურ ბაზრობაზე გალერეა „ართბითმა“ ქართველი ხელოვანების ნამუშევრები წარადგინა.
ბაზრობაზე მაია ნავერიანის, ქეთი კაპანაძისა და ჯონ რიგენჰოფის ნამუშევრები იყო წარდგენილი.
არტ დუბაის წარდგენაზე გალერეა „ართბითი“ თამამი, პოლიტიკური, სოლიდარული განცხადებით გამოირჩეოდა.
ნათია ბუკია, გალერისტი: „ჩემთვის რთული იყო მონაწილეობა მიგვეღო „არტ დუბაიზე“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. მიხარია, რომ ბაზრობას თავისი წვლილი შეაქვს უკრაინის დასახმარებლად ( გაყიდული ბილეთების 25% მათ დონაციას მოხმარდება) და ჩვენც ამის ნაწილი ვართ.
ჩემი მთავარი შიში იყო, რომ ყველაფერი იქნებოდა ისე, როგორ ბიზნესში და არ ვიცოდი ამას როგორ გავუმკლავდებოდი. ამიტომაც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი გავაკეთო და გამოვხატო ის, თუ სად ვიმყოფები ემოციურად, მაგრამ ასევე შევახსენო ხალხს, თუ რა ხდება უკრაინაში და როგორი აუცილებელია ეს ყველაფერი ყოველთვის თვალწინ გვქონდეს.
აქ იყო ერთი უკრაინელი გოგონა რომელიც მოვიდა და მადლობა გადამიხადა თანადგომისათვის. მის თვალებში ცრემლებხ ვხედავდი, მეც მზად ვიყავი ავტირებულიყავი.”