fbpx

Terminal-სა და Upway-ს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა


გააზიარე სტატია

Terminal-მა და Upway-მ პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, რაც ადამიანების თვითგანვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მემორანდუმის ფარგლებში, Upway-ს კურსის პროვაიდერებს Terminal-ის საკონფერენციო სივრცეებით სარგებლობა სპეციალურად მათთვის მორგებული პირობებით შეეძლებათ.

საერთო სამუშაო სივრცე – Terminal-ი დაარსების დღიდან მხარს უჭერს სტარტაპების განვითარებას და ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებაშია ჩართული. კომპანიის მიზანია დაეხმაროს სტარტაპებს ცნობადობის გაზრდაში და ისეთ გარემოს სთავაზობს, სადაც ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს და საქმეზე ფოკუსირება მარტივია.

“Terminal-ის მთავარი მიზანი ქართული სტარტაპებისთვის კომფორტული და მოქნილი გარემოს  შექმნაა, ამიტომ ჩვენს  წევრებს შორის უმეტესობა წარმატებული სტარტაპია, ბევრი მათგანი ჩვენს სივრცეშივე შეიქმნა. Upway ერთადერთი სტარტაპია, რომელმაც უნიკალური პლატფორმა შექმნა თვითგანვითარების, განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Terminal-ი მაქსიმალურად ეცდება მხარი დაუჭიროს Upway-ს ამ მიმართულების განვითარებაში და გახდეს მისი გრძელვადიანი პარტნიორი”, – აცხადებს ტერმინალის დირექტორი ჯინო დოლინი.

ახალი ქართული სტარტაპი Upway ერთ სივრცეში უყრის თავს სანდო ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში. Upway-ს შექმნის იდეა ცხოვრების აჩქარებული ტემპის საპასუხოდ სამ მეგობარს 2020 წელს გაუჩნდა.

დაკვირვება, რომ ადამიანებს ცხოვრების ყველა ეტაპზე საკუთარი თავისა  თუ ოჯახის წევრებისთვის სჭირდებათ ახალი უნარებისა და გამოცდილების ათვისება,  გუნდის მთავარი მოტივატორი აღმოჩნდა.

პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებული  ადამიანები გაეცნონ  კურსებს სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით აარჩიონ მათთვის საინტერესო ვერსია და  ადგილზევე  შეიძინონ. მათთვის კი, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა უნდა, Upway-ს გუნდი, სფეროს ექსპერტებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს.

“ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა აფვეის და ტერმინალის მიზნების თანხვედრა და მეგობრობის ახალ ეტაპზე გადასვლა. დამწყები სტარტაპისთვის ბევრს ნიშნავს ძლიერი კომპანიის მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება.  აფვეიში გვჯერა, რომ ადამიანებისთვის თვითაღმოჩენა არასდროს სრულდება და თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი საერთო აქტივობის ჩატარება იგეგმება ტერმინალთან ერთად, რომელთა მიზანიც ადამიანების თვითგანვითარების ხელშეწყობაა”, – ამბობს მარიკა აბულაძე, Upway-ს თანადამფუძნებელი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.