fbpx

დამიენ ჰირსტის ალუბლების ყვავილობა პარიზში


გააზიარე სტატია

 

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ბრიტანელი ხელოვანის, დამიენ ჰირსტის გაზაფხულის შემოსვლის სიხარულის შესახებ შექმნილ სენტიმენტალურ ოდას მასპინძლობს. მხატვრის ნამუშევრები, რომლებზეც ალუბლების ყვავილობაა ასახული, კარტიეს თანამედროვე ხელოვნების ფონდის მუზეუმში გამოიფინება.

დამიენ ჰირსტი, რომელიც ცხოველების ხატვით იყო ცნობილი, ფერწერას სხვა მიმართულებით დაუბრუნდა და 107 ტილოსგან შემდგარი სერია შექმნა, რომლებზეც გაზაფხულის დადგომაა ასახული. კარტიეს მუზეუმში მათგან 30 ნახატი იქნება წარმოდგენილი.

თეთრის, ცისფრის, ვარდიფრისა და შინდისფრის ნაზავით შექმნილი ტილოები, რომლებიც დიპტიხებს, ტრიპტიხებსა და კვადრიპტიხებსაც წარმოადგენს, პუანტილიზმისა და იმპრესიონიზმის სტილშია შესრულებული. ავტორი მათ სამი წელი ქმნიდა და 2020 წელს პანდემიის პირობებში დაასრულა.

აღნიშნული ნახატები კარტიეს ფონდის გენერალურმა მენეჯერმა ერვე შანდემ 2019 წელს დაათვალიერა  მხატვრის სტუდიაში და სწორედ მაშინ გადაწყდა დამიენ ჰირსტის ალუბლის აყვავების პარიზში ჩვენება სოლო გამოფენის სახით. 

წყარო: https://news.artnet.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.