fbpx

Pussy Riot – გამოიყენე შენი ხმა იქამდე, სანამ შეგიძლია!


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ ბერძენიშვილი

 

გამოიყენე შენი ხმა იქამდე, სანამ შეგიძლია!
Use your voice While You Still Can!
ჯგუფი Pussy Riot  – პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.

ომი დღეს ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობა და სატკივარია.  რუსეთში დიდი ხანია მკაცრი რეჟიმი, ცენზურა და თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვა მოქმედებს და ეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი სულაც არაა. ბიძგი, რომელიც საზოგადოებას თავისუფლებისკენ და ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლისკენ მიმართავს, ჯგუფი Pussy Riot-ია. ანდერგრაუნდ კულტურიდან წამოსული ხმა, დღეს მთელი ცივილიზებული სამყაროს ხმაა. 

მას, ვისაც აქამდე არ შეხებია ეს რეჟიმი, დღეს შეიგრძნო  და მიხვდა, რას ნიშნავს რუსეთის აგრესია, რამდენი ადამიანი ეწირება მას მსხვერპლად და რამხელა ბოროტებასთან გვაქვს საქმე.

„ჩვენ თითქოს დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და შეგვიძლია ჩვენი პოლიტიკური ხედვის დაფიქსირება, სინამდვილეში ეს სრული სიცრუეა.“

როდესაც თანამედროვე გმირებზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ჯგუფი Pussy Riot  ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია და მისი წევრები უდავოდ იმსახურებენ აღნიშვნას.

Use your Voice While you still can, – ასე მიმართავს ჯგუფი Pussy Riot-ის წევრი Nadya Tolokonnikova ხალხს, 8 მარტს MSNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ნადია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, 2012 წელს, ანტიპუტინისტური სიმღერების ტექსტების შექმნის ბრალდებით დააკავეს.

რუსული ფემინისტური პანკ-როკ ჯგუფი Pussy Riot 2011 წლის აგვისტოში დაარსდა და 11 ქალს აერთიანებდა. ისინი მართავდნენ კონცერტებსა და პერფორმანსებს არატრადიციულ სივრცეებში, პროვოკაციული კოსტიუმებითა და აქტივისტური შეძახილებით.

ჯგუფის შექმნის დასაწყისში მისი წევრები ბალაქლავას ტიპის ქუდებით იფარავდნენ სახეებს საკუთარი იდენტობის დასაფარად.

მათ განსაკუთრებული პოპულარობა 2012 წლის თებერვლის შემდეგ მოიპოვეს, როცა მოსკოვის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში პერფორმანსი გამართეს სიმღერით -Punk Prayer. წარმოდგენით ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდნენ.

მათი პროტესტი არა რელიგიის, არამედ ეკლესიის ინსტიტუციისკენ იყო მიმართული და მიზნად სასულიერო პირების ყურადღების მიპყრობას ისახავდა, რადგან სწორედ ისინი აქტიურად უჭერდნენ მხარს პუტინის საარჩევნო კამპანიას.

სასამართლომ ეს აქტი საკრალურის შეურაცხყოფად მიიჩნია, გააკრიტიკეს ჯგუფის წევრების ჩაცმულობა, მოკლე ქვედაბოლოები და მაღალყელიანი გეტრები, პერფორმანსი რუსული ტრადიციული ღირებულებების შელახვად მიიჩნიეს და მალევე, იმავე წლის მარტში, ხულიგნობის ბრალდებით ჯგუფის სამი წევრი – Nadezhda Tolokonnikova, Maria Alyokhina და Yekaterina Samutsevich – დააპატიმრეს.

2014 წელს, ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში, ისინი ნიჟნი ნოვგოროდში გაემგზავრნენ  და პატიმარი ქალების უფლებების დაცვა დაიწყეს. როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ,  სასჯელაღსრულების სისტემა რუსეთში უსამართლო და სასტიკია. აქ ბრალდებულთა 99%-ს იჭერენ,  რადგან ბრალდებულება პატიმრობის ტოლფასია. თუკი გაბედავ  და შენს უფლებებზე დაიწყებ საუბარს, პასუხად მხოლოდ დაცინვა გელის. რუსეთის ციხეებში ხშირია შრომითი ექსპლუატაცია, მთელი დღეების განმავლობაში გაწეულ შრომაში, თვის ბოლოს, პატიმრები $3-4 იღებენ. 

„ისე გვექცეოდნენ ციხეში, თითქოს ჩვენ ასობით ადამიანი მოვკალით.“

სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროსაც გამართა ჯგუფმა პერფორმანსი, სადაც შეასრულეს სიმღერა Putin will teach you how to love / Путин научит тебя любить Родину, სიმღერის ტექსტი სარკასტულია და  პუტინის რეჟიმის მიმართ ზიზღით სავსე, პოლიციამ პერფორმერები დაარბია და მათ გასაჩერებლად მომწამლავი ნივთიერება გამოიყენა.

„მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის მმართველის, ნეტავ აქამდე შეგვძლებოდა მისგან თავის დაღწევა, სანამ ის ევროპაში ომს წამოიწყებდა.“

მათი სიმღერების ტექსტებში მუდამ ფიგურირებს ფემინისტური თემები, კითხვებს სვამენ ქალის ფუნქციაზე და მის სოციალურ როლზე, ასევე აქტიურად იცავენ LGBTQ თემის უფლებებს.

მაგალითად, 2016 წლის სიმღერა Make America Great again,  სატირაა ტრამპზე და ამერიკული სილამაზის სტანდარტებზე, ჟურნალმა Rolling Stones სიმღერის კლიპი დადებითად შეაფასა.

“უკრაინა ბევრი რუსისთვის იყო თავშესაფარი, ვისაც პუტინის რეჟიმის ქვეშ ცხოვრება არ სურდა.”

ჯგუფი დღემდე განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას და  ცდილობს კრეატიული თუ პროვოკაციული გზებით ებრძოლოს უსამართლობას. 

ბოლო კვირების განმავლობაში ჯგუფმა უკრაინის დასახმარებლად $7 მილიონი  შეაგროვა NFT-ის საშუალებით.

ბოლოს კი გთავაზობთ ტექსტს სიმღერიდან Putin will teach you how to love / Путин научит тебя любить Родину, რაც, ვფიქრობ, კარგად გამოხატავს დღევანდელ რეალობას:

 

50 миллиардов и радужный Лучик,          

Роднина и Кабаева факелы вручат.

В лагерях подчиняться и плакать научат.

Салют начальничкам, привет, Дуче!

 

Сочи блокирован — Олимп под надзором.

Спецсредства, оружие, толпы ментов.

ФСБ — аргумент, МВД — аргумент,

По России-1 — аплодисменты.

 

Путин научит тебя любить Родину.

 

Весна в России бывает внезапной,

Привет мессии в качестве залпа.

Авроры, прокурор настроен по-хамски,

Ему нужен отпор, а не красивые глазки.

 

Вольер для протеста, водка, матрешка,

Тюрьма для Болотной, наливка, икорка,

В петле конституция, на зоне Витишко,

Стабильность, пайка, забор, вышка.

 

Путин научит тебя любить Родину.

 

Для Дождя перекрыт эфир.

Гей-прайд отправлен в сортир.

Двухочковый туалет — приоритет.

Приговор России, режим общий, шесть лет.

 

Путин научит тебя любить Родину.

 

Родину

Родину

Родину

 

 

$50 billion and a rainbow ray

Rodnina and Kabayeva will pass you the torch

They’ll teach you to submit and cry in the camps

Fireworks for the bosses. Hail, Duce!

 

Sochi is blocked, Olympus is under surveillance

Special forces, weapons, crowds of cops

FSB — argument, Interior Ministry — Argument

On Channel 11 — applause

 

Putin will teach you to love the Motherland

 

In Russia, the spring can come suddenly

Greetings to the Messiah in the form of a volley from

Aurora, the prosecutor is determined to be rude

He needs resistance, not pretty eyes

 

An bird cage for protest, vodka, nesting doll

Jail for the Bolotnaya2, drinks, caviar

The Constitution is in a noose, Vitishko3 is in jail

Stability, food packets, fence, watch tower

 

Putin will teach you to love the Motherland

 

They will turn off Dozhd’s broadcast4

The gay parade has been sent to the outhouse

A two-point bathroom is the priority

The verdict for Russia is jail for six years

 

Putin will teach you to love the Motherland

 

Motherland

Motherland    

Motherland   

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.