fbpx

Amediateka-ს ახალი პრემიერები


გააზიარე სტატია

 

თუ გსურთ ყოველდღიურობას ცოტახნით მაინც მოწყდეთ, ეძებთ საინტერესო სერიალებს, ელით ახალი სეზონის პრემიერებს, ყველაზე კომფორტულ პლატფორმაზე SilkTV -ის კინოკატალოგში Amediateka დაგხვდებათ.

ნახეთ პრემიერები, სერიალები და ახალი ეპიზოდები, რომელსაც ასე ელოდით….

Super Pumped:The Battle For Uber/ზღვარზე – ბრძოლა უბერისთვის

ახალი სერიალი ცნობილ სტარტაპზეა. გაინტერესებთ, როგორ შეცვალა ცხოვრება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში UBER-მა, მას შემდეგ რაც ტაქსის და საკვების გამოძახება ონლაინ გახადა შესაძლებელი? ახლა ასეთი სერვისის ბუმია, მაგრამ 2009 წელს ნამდვილ ინოვაციად იქცა, მისი მფლობელი Forbes-ის რეიტინგშიც კი  მოხვდა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი აქტორი.

სეზონი ახლა დაიწყო, სულ 7 ეპიზოდია. უმა ტურმანი და ჯოზეფ გორდონ-ლევიტი საინტერესო კასტს ქმნიან და სადაც უმა ტურმანი, იქაც კვენტინ ტარანტინო. არ გაგიკვირდეთ თუ რეჟისორი სერიალში მთხრობელად მოგვევლინება.

სერიალი გადაღებულია ჟურნალისტ მაიკლ აიზეკის ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით და კომპანიის წარმატებას, განვითარებას, მარცხს, გამარჯვებებს ნათლად ასახავს. პროექტის შოურაინერები რეიტინგული სერიალის „მილიარდის“ ავტორები არიან.

 

რაც შეეხება „მილიარდს“/ Billions

ამბობენ ტარანტინოს ფავორიტი სერიალიაო. Amediateka-ში ახლა მე-6 სეზონი მიმდინარეობს. ვინც თვალს ადევნებს პრინციპული ფედერალური პროკურორის ჩაკ როდსის და უოლ-სტრიტის „მგლის“, ბობი აქსელროდის კონკურენციას, უნდა იცოდეს, რომ ამ სეზონზე სიღრმე, დინამიკა და ინტელექტუალური იუმორი უფრო გამძაფრდა. შეგიძლიათ უკვე ნახოთ ახალი სეზონის 8 სერია (სეზონი 12 ეპიზოდისგან შედგება)

 

Winning Time: The Rise Of The Lakers Dynasty/გამარჯვების დრო: ლეიკერსის დინასტიის აღზევება

საკალათბურთო დრამა არამხოლოდ სპორტის მოყვარულებს დააინტერესებთ, შესაძლოა ბიზნესმენებმაც მათთვის საინტერესო აღმოაჩინონ. სერიალი ჯეფი პერლმანის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს – ერთმა ამერიკელმა ბიზნესმენმა როგორ აქცია  სპორტული გუნდი – უკონკურენტოდ, დაიჯერა იდეა, გაატარა რეფორმები და  80-იანი წლების საკალათბურთო გუნდისგან  „ლეიკერსის“ დინასტია შექმნა.

სეზონი 10 ეპიზოდისგან შედგება. ნახეთ პირველი ეპიზოდები Amediateka-ში!

 

Silk TV-ის კინოკატალოგში გრძელდება რეიტინგული სერიალები ახალი სეზონებით:

 

A Million Little Things/მილიონი წვრილმანი

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გამოვიდა A Million Little Things/მილიონი წვრილმანი მე-4 სეზონის მე 9; მე 10; მე 11 სერიები. ვინც გულშემატკივრობთ პერსონაჟებს, ალბათ შენიშნავდით, ყოველ ჯერზე როგორ იცვლებიან ისინი, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება. ერთადერთი რაც არ შეცვლილა, მათი მეგობრობაა და ის თანაგრძნობა, რომელსაც ყოველდღიურად ავლენენ ერთმანეთის მიმართ. წინ ბოლო ეპიზოდები გველოდება.

 

Killing Eve/მოკლა ივის

მეოთხე, ფინალური სეზონი მიმდინარეობს. პერსონაჟებს ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ და თუ ბოროტება შეიძლება იყოს კომიკური ეს ამ ორი  ქალის, ანალიტიკოსის და ქილერის,  დამსახურებაა.

ნახეთ ყველაზე სათავგადასავლო „კატა-თაგვობანა“, თრილერიც და რომანტიკაც Amediateka-ში.

 

The Gilded Age/მოოქროვილი ხანა

უკვე დასასრულისკენ მიდის The Gilded Age/მოოქროვილი ხანა  სერიალის საპრემიერო ჩვენება. ხშირად “დაუნტონის სააბატოს” გაგრძელებად მიიჩნევენ, ამ ახალ საგასაც ხომ იგივე ავტორები ჰყავს. თუმცა, დამოუკიდებელი სერიალია და პირველ რიგში კოსტიუმებით იქცევს ყურადღებას, შემდეგ უკვე ნიუ იორკის XIX საუკუნის ყველაზე საინტერესო ეპოქით, როცა ყალიბდებოდა მანჰეტენი, გაჩნდნენ ახალი ნიუ იორკელები,  ინტრიგებს და ფინანსურ მაქინაციებს გაეხსნა გზა, ეკონომიკის სწრაფ ზრდას მოჰყვა სოციალური და კულტურული შეხედულებების ცვლილება.

სიუჟეტი ახალგაზრდა, დაობლებული, დიდგვაროვანი გოგოს (მთავარ როლში მერილ სტრიპის უმცროსი შვილი) გარშემო ვითარდება. ის ნათესავებთან გადადის საცხოვრებლად დიდ ქალაქში. ხვდება უცხო, ჭრელ, მრავალფეროვან გარემოში, სადაც თავი უნდა დაიმკვიდროს.

 

კინოკატალოგი  მუდმივად განახლებადი სერვისია და ისეთი ინდუსტრიების კინოპროდუქციას აერთიანებს, როგორიცაა HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC . ყველა ახალი ფილმი თუ სერიალი ემატება კატეგორიაში „პრემიერები“. Amediateka-ს აქვს ენის ცვლის და ეპიზოდების დამახსოვრების ფუნქცია.

იდეალური სერვისია კინომოყვარულისთვის და კომფორტულს ხდის კინოჩვენებას სახლის პირობებში.

Amediateka-ს კინოკატალოგით სარგებლობლობა შეუძლიათ SilkTV-ის მომხმარებლებს თვეში 3 ლარად. თუ ორმაგი შეთავაზების მაღალი პაკეტით სარგებლობთ,  მომსახურება ითვალისწინებს „Amediateka“-ს ღირებულებასაც.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.