fbpx

2-წლიანი პაუზის შემდეგ Tbilisi Open Air ბრუნდება


გააზიარე სტატია

Tbilisi Open Air 2-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება — ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი 2020 და 2021 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.

ეს ხომ არასდროს ყოფილა მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი — Tbilisi Open Air ათასობით ადამიანს იდეს გარშემო აერთიანებდა და გამონაკლისი არც 2022 წელი იქნება.

საქმე ისაა, რომ წელს გაყიდული ბილეთებიდან დაგროვილი თანხის ნაწილი უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაირიცხება.

„თავისუფლება – სწორედ ესაა ის უმთავრესი იდეა, რომლის გარშემოც ყოველწლიურად ათეულობით ათასი ადამიანი ვიკრიბებით. სამწუხაროდ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება დღეს უდიდესი საფრთხის წინაშეა. ამ საფრთხის მიზეზი რუსეთია“, — ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.

მეტიც, საგანგებოდ შექმნილი პლატფორმიდან დონაციისთვის, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება გარკვეული თანხა გაიღოს უკრაინის დასახმარებლად.

სხვა მნიშვნელოვან დეტალებს – ფესტივალის თარიღებთან, დონაციასთან და მონაწილე არტისტებთან დაკავშირებით ორგანიზატორები უახლოეს მომავალში გაავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air Alter/Vision პირველად 2009 წელს, 15-17 მაისს ჩატარდა და მას შემდეგ ის განიხილება, როგორც ყველაზე დიდი მუსიკალური მოვლენა კავკასიის რეგიონში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.