fbpx

2022 წლის ოსკარი: გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

 

დღეს, 28 მარტს, 2022 წლის ოსკარის  94-ე დაჯილდოება გაიმართა  – ცერემონიალი ტრადიციულად ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში ჩატარდა. 

თუმცა, იქამდე, სანამ გამარჯვებულების სრულ სიას ჩამოგითვლით, უილ სმიტისა და კრის როკსის დაპირისპირების შესახებ მოგიყვებით. 

საქმე ის არის, რომ კრისმა უილ სმიტის ცოლზე, ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა, საპასუხოდ კი სმიტი სცენაზე ავიდა და მსახიობს სახეში უთავაზა.

 

“ჩემი ცოლის სახელი აღარ ახსენო“, – მიაძახა სმიტმა, რომლის ცოლსაც ავტოიმუნური დარღვევა, ალოპეცია სჭირს. 

 

ახლა კი ძირითად ნომინაციებში გამარჯვებულებს  ჩამოგითვლით: 

  • საუკეთესო ფილმი – CODA

  • საუკეთესო რეჟისორი – ჯეინ კემპიონი / The Power of the Dog
  • საუკეთესო მსახიობი ქალი – ჯესიკა ჩესტეინი / The Eyes of Tammy Faye
  • საუკეთესო მსახიობი კაცი – უილ სმიტი / KING RICHARD
  • მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი – ტროი კოტსური / CODA
  • მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი – არიანა დებოსე / West Side Story
  • საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი – Drive My Car / იაპონია
  • საუკეთესო ანიმაცია – ენკანტო

  • საუკეთესო ორიგინალური  სცენარი – ბელფასტი
  • საუკეთესო ადაპტირებული სცენარი – Coda
  • საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი – დიუნი
  • საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის – სიკვდილის დრო არ არის
  • საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის – დიუნი
  • საუკეთესო კოსტიუმები – კრუელა
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – The Long Goodbye

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გრძელდება ომი უკრაინაში, ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, როგორიც ოსკარის დაჯილდოებაა და რომლისკენაც მთელი მსოფლიოს ყურადღებაა ხოლმე მიმართული, ომს მაინც არასაკმარისი დრო დაუთმეს. დაჯილდოების სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინას და უკრაინაში დაღუპულ ადამიანებს. უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად ბევრ სტუმარს, მათ შორის – ფრენსის ფორდ კოპოლას, რობერტ დე ნიროს, ალ პაჩინოს, მილა კუნისს, პედრო ალმოდოვარს, და სხვა დამსწრეებს უკრაინის სამკერდეები ეკეთა.

 

ჯერ კიდევ დაჯილდოების გამართვამდე უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის მოსმენის იმედი ჰქონდა შონ პენის.

“პრეზიდენტ ზელენსკის ცერემონიალზე თუ არ მოიწვევენ, ოსკარის საკუთარ ქანდაკებას საჯაროდ დავადნობ“, – ამბობდა ამერიკელი მსახიობი შონ პენი, რომელსაც, როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდა, რომ აკადემიის დაჯილდოებაზე უკრაინის პრეზიდენტს მისცემდნენ შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ მიემართა მსოფლიოსთვის. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.