fbpx

THE DRAG BALL – ახალი, ყოველთვიური ქვიარ საღამოების სერია


გააზიარე სტატია

ფოტო: ვახო ქარელი, დათო ქორიძე

 

THE DRAG BALL – გიორგი ჩემინავას, დავით გოგიშვილის, მათე ხიდეშელისა და ვატო კერძაიას მიერ შექმნილი ახალი პროექტია, რომელიც “თბილისი პრაიდის” მხარდაჭერით განხორციელდა.

დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დრეგ მეჯლისის კულტურის განვითარებას, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას და მათ შესაკავშირებლად უსაფრთხო სივრცის შექმნას, სადაც ყველას შეუძლია თვითგამოხატვა თავისუფლად და შეუზღუდავად.

ბალის პირველი საღამო კლუბ მტკვარზე, 24 მარტს გაიმართა, რომლის თემა –  Prayers and Flowers უკრაინას ეძღვნებოდა.

The Drag Ball: “ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამაც უკრაინელ ხალხს მათ ბრძოლაში, რადგან ომი, რომელშიც ისინი ჩაებნენ, არ არის ომი ორ ქვეყანას შორის. ეს არის სიმართლის და სიცრუის, კეთილისა და ბოროტის ომი. ამ ომში წყდება: ადამიანის უფლებებს დაიცავენ თუ ფეხქვეშ გათელავენ; ვიცხოვრებთ უსაფრთხო გარემოში თუ ქიმიურ და ბირთვულ კატასტროფას მივიღებთ. ეს ჩვენი ომიცაა. ამ ომში უკრაინელი ქვიარ ადამიანები მამაცურად იბრძვიან და პირველ ღამეს შემოსული შემოწირულებები სწორედ მათ დასახმარებლად გადაირიცხა.”

ივენთების სერია ყოველთვიურად გაიმართება – განსხვავებული თემით, შემსრულებლებითა და პერფორმანსებით.

რიგით პირველ მეჯლისზე რვა დრეგქვინი მონაწილეობდა: BIPOLARA, Gerilyn Stone, Sofio Mcqueen, Lucrezia, Pusseidon, Lile, Not So Virgin Mari, Lucy Lou


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.