fbpx

Tbilisi Open Air ბრუნდება – წლევანდელი ფესტივალის ლაინაფი ცნობილია


გააზიარე სტატია

ორწლიანი პაუზის შემდეგ  Tbilisi Open Air ბრუნდება. ახლახან ორგანიზატორებმა მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღები და ლაინაფი დააანონსეს. 2022 წელს Tbilisi Open Air-ის სცენაზე მსმენელი იხილავს ისეთ არტისტებს და მუსიკალურ კოლექტივებს, როგორებიც არიან: ALT J, უკრაინული პოპ-როკ ჯგუფი Okean Elzy, Cigarettes After Sex, Ajja, Rhye, Molchat Doma, Acid Pauli,Robag Wruhme, Konstantin, KONOBA და სხვები. რაც შეხება ქართველ შემსრულებლებს, წელს ფესტივალის ჰედლაინერია ჯგუფი Bedford Falls.

 

 

Tbilisi Open Air 2022 “ლისი ვანდერლენდის” ტერიტორიაზე ჩატარდება. მუსიკალური ფესტივალი 24 ივნისს გაიხსნება და 26 ივნისს დაიხურება. სამი დღის განმავლობაში ოთხ სცენაზე მუსიკალური პერფორმანსით 60-ზე მეტი არტისტი წარდგება.2-წლიანი პაუზის შემდეგ ამ სიტყვების თქმა ჩვენთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია, მით უმეტეს, მიმდინარე მოვლენების ფონზე, მაგრამ Tbilisi Open Air ხომ არასდროს ყოფილა მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი”, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

Tbilisi Open Air 2022-ის ფესტივალზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაირიცხება.

ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური მერჩენდაიზი  უკრაინის თემატიკაზე, რომლის გაყიდვიდან  შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აანონსებენ, ღონისძიების ფარგლებში წარადგენენ სპეციალურ პლატფორმას დონაციისთვის, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს  უკრაინის დასახმარებლად სასურველი თანხა გაიღოს.

 

TBILISI OPEN AIR 2022-ის დეტალური პროგრამა

Tbilisi Open Air პანდემიით გამოწვეული 2-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბრუნდება!ფესტივალი 24-25-26 ივნისს უცვლელ მისამართზე, Lisi Wonderland-ში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალის მთავარი სპონსორია თიბისი.

2022 წლის ჰედლაინერები არიან: alt-J, Okean Elzy, Cigarettes After Sex, Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, Konoba.

Tbilisi Open Air-ზე მოუსმენთ ცნობილ უკრაინულ როკჯგუფს Okean Elzy. სვიატოსლავ ვაკარჩუკი, რომელიც უკრაინული არმიის ლეიტენანტის წოდებას ატარებს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომის დროს აქტიურადაა ჩართული ჰუმანიტარულ მისიებში. გადადის ქალაქიდან ქალაქში, ამარაგებს მოქალაქეებსა და სამხედროებს საჭირო ნივთებით, მღერის ბომბსაცავებსა და ბუნკერებში მოქალაქეების გასამხნევებლად. 

Okean Elzy-ს სიმღერა Без Бою უკრაინული მებრძოლი სულისა და გამბედაობის სადიდებელ ნამდვილ ჰიმნადაც კი გადაიქცა.

 

TBILISI OPEN AIR – სცენები

ფესტივალზე 4 სცენა იმუშავებს. 

 

Main Stage ფესტივალის მთავარი სცენაა, რომლის ჰედლაინერები არიან:
24 ივნისი: Cigarettes After Sex, Bedford Falls, Konoba…
25 ივნისი: alt-J, არა, Mokumoku…
26 ივნისი: Okean Elzy, Rhye, Molchat Doma…

 

Eyestage ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სცენაა, რომლის ჰედლაინერები არიან:
24 ივნისი: Acid Pauli, Robag Wruhme, Jennifer Cardini, Chloe…
25 ივნისი: Konstantin, Map.Ache…
26 ივნისი: Petre Inspirescu, Barac…

 

Zion Garden სცენა Psytrance არტისტებს მეხუთე წელია ეთმობა. წლევანდელი ჰედლაინერები არიან:
24 ივნისი: Giuseppe…
25 ივნისი: Ajja…
26 ივნისი: Fungus Funk…

 

Singer Stage მესამე წელია ფესტივალის ნაწილია, ჯაზისა და სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე ქართველი შემსრულებლებით. სცენის შექმნის დღიდან Tbilisi Open Air Jazz Foundation-თან ერთად შემოსული თანხის ნაწილით ეხმარება კონსერვატორიის სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფარვაში.

 

TBILISI OPEN AIR – მუსიკა ათავისუფლებს

თავისუფლება, მრავალფეროვნება, ადამიანის უფლებები, თანასწორუფლებიანობა – ეს ის უმთავრესი იდეები და ღირებულებებია, რომელთა გარშემოც ყოველწლიურად ათეულათასობით ადამიანი ვიკრიბებით. 

სამწუხაროდ, ჩვენთვის ასეთი მნიშვნელობის ფასეულობები დღეს უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. ამ საფრთხის მიზეზი რუსეთია. ქვეყანა, რომელიც არნახული სისასტიკით ესხმის თავს ჩვენს მოძმე უკრაინას და მასთან ერთად მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

EARLY BIRD ფაზის დროს გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში.

შევქმნით სპეციალურ მერჩს უკრაინის თემატიკაზე,  შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ამავე ფონდში.

www.tkt.ge/OpenAir-ზე ბილეთის შეძენისას შეძლებთ სასურველი თანხის დონაციის სახით გადარიცხვასაც.

 

ბილეთები:

  • ბილეთის შეძენა შესაძლებელია ონლაინმისამართზე: http://tkt.ge//openair
  • 30 მარტიდან 18 აპრილის ჩათვლით შეზღუდული რაოდენობის EARLY BIRD აბონემენტი 135 ლარად გაიყიდება. 
  • 18 აპრილის ჩათვლით თიბისი ბანკის ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლდება და აბონემენტის ღირებულება 108 ლარი იქნება.
  • 19 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით სამდღიანი აბონემენტის ღირებულება იქნება 150 ლარი, ამ პერიოდში დაიწყება დღიური ბილეთების გაყიდვაც, რომლის ფასიც 60 ლარი იქნება.  
  • 1-დან 23 ივნისის ჩათვლით აბონემენტის შეძენა 175 ლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო დღიური ბილეთის – 75 ლარად.
  • ფესტივალის მსვლელობისას აბონემენტის და დღიური ბილეთის შეძენას კარზე შეძლებთ:
  • სადღიანი აბომენეტი – 180 ლარი; დღიური ბილეთი – 80 ლარი; 

 

შენიშვნა: 10 წლამდე ბავშვები ფესტივალზე შემოდიან უფასოდ, ბილეთის მფლობელ ზრდასრულ ადამიანთან ერთად. 

 

მუსიკა ათავისუფლებს! Слава Україні!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.