fbpx

ნეტფლიქსის extraction 2-ში რამდენიმე ქართველი მსახიობი გამოჩნდება


გააზიარე სტატია

ნეტფლიქსის Extraction 2-ში წამყვან როლებს ქართველი მსახიობებიც შეასრულებენ.

ნეტფლიქსის ფილმის “EXTRACTION“ მეორე ნაწილი 2022 წლის დეკემბერში გამოვა.  სურათში რამდენიმე ქართველი მსახიობი – თორნიკე გოგრიჭიანი, თორნიკე ბზიავა, თინა დალაქიშვილი და ახალგაზრდა მსახიობი, ანდრო ჯაფარიძე მონაწილეობენ.

ქართული დაჯგუფების მონაწილე მნიშვნელოვან როლებში დათო ბახტაძე და ირაკლი კვირიკაძე გვევლინებიან. კრის ჰემსუორთის გმირი, ტაილერ რეიკი ქართველ განქსტერებს ებრძვის (განქსტერი ძმების როლებს თორნიკე გოგრიჭიანი და თორნიკე ბზიავა ასრულებენ).

ერთ-ერთი განგსტერის ცოლს, რომლის შვილებთან ერთად დახსნაც რეიკს ევალება, თინა დალაქიშვილი ანსახიერებს, შვილის როლში კი ანდრო ჯაფარიძე გვევლინება.

 

ფილმში ერთ ერთ მთავარ როლს ჰემსუორთის გვერდით გამოჩენილი ირანელი მსახიობი გოლდშიფტე ფარჰანი შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ “EXTRACTION“ მეორე ნაწილში ასევე ვიხილავთ MMA მოჩხუბარს, მრავალგზის გამარჯვებულს მეგან ანდერსონს.

“EXTRACTION“-ის პირველი ნაწილი, რომელიც 2020 წელს ენდი პარკსის გრაფიკული რომანების მიხედვით გამოვიდა, ნეტფლლიქსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი და შემოსავლიანი ორიგინალური ფილმია. ფილმის ბიუჯეტი დაახლოებით $100 მლნ-ს შეადგენს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.