fbpx

 “ოქროს ბირჟა” – “პარალელური კლასის” შემაჯამებელი გამოფენა


გააზიარე სტატია

„პარალელური კლასი“ არის ორგანიზაცია, რომელიც უკვე 5 წლის განმავლობაში ქმნის შემოქმედებით-საგანმანათლებლო ინიციატივებს საშუალო საფეხურზე მყოფი სკოლის მოსწავლეებისთვის. ამ ეტაპზე, „პარალელური კლასის“ ძირითადი სასწავლო პროგრამა „სივრცის ორგანიზების“ მულტიდისციპლინარულ საგანს ეძღვნება.

აღნიშნული საგნის სახელმძღვანელო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, 2020 წელს შეიქმნა.

გასული ოთხი თვის განმავლობაში, 30 მოსწავლისთვის პარალელური კლასი ფუნქციონირებდა „Propanagda.network-თან“ თანამშრომლობით. პროცესი მიმდინარეობდა “სტამბა დ-ბლოკში” არსებული სახელოსნოებისა და ამ სახელოსნოებში მყოფი ხელოვანების ჩართულობით.

სარეზიდენციო ოთახი გარდაიქმნა მოსწავლეების ღია სახელოსნოდ, საგანმანათლებლო ადგილად.   სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებითი გზით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ახალ სივრცეს და ამ სივრცეში მოღვაწე ხელოვანებს.

კურსის ფარგლებში ჩატარდა პრაქტიკული, შემოქმედებითი ვორკშოპები და შეხვედრები შემდეგ თემებზე: კედლის მხატვრობა, აუდიო ინჟინერია, მოძრავი გამოსახულება, ბეჭდვის ტექნოლოგია, ინსტალაცია, კულინარია, თანამედროვე და ტრადიციული რეწვის ტექნოლოგიები, დიზაინი და სხვა.

მოზარდებმა განივითარეს ისეთი უნარ-ჩვევები როგორიცაა: ჯგუფური მუშაობის პრინციპები, კომუნიკაციის საფუძვლები, ადგილობრივი რესურსებისა და შესაძლებლობების კვლევა, იდეის ჩამოყალიბება და შემოქმედებითი გზით მისი რეალიზება. კურსის პარალელურად შეიქმნა სასკოლო აუდიო ჟურნალი. რესპოდენტები და საკითხები შეირჩა მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე. პროდუქტის ყველა ეტაპი (ინტერვიუს ჩაწერა, აუდიო მონტაჟი, პროდუქტის დიზაინი და სხვა) განხორციელდა მოსწავლეების მონაწილეობით.

ალბომი შედგება სხვადასხვა მიმართულების აუდიო ჩანაწერისგან: მუსიკალური ნაწარმოები, ფსიქოლოგიის სავარჯიშოები, კულინარიული რეცეპტები, ინტერვიუები და სხვა. აუდიო ალბომი გამოიცემა ლეიბლ “UNHEARD” _თან თანამშრომლობით.

გამოფენაში მონაწილეობენ: თათა აბრამიშვილი, ელენე ამონაშვილი, ლიზა გაბუნია, მარიამ დანელია, ნინა იაშაღაშვილი, ანი კალატოზიშვილი, მარიამ კოპალიანი, ნუცა კუსიანი, ლევანი მამულაშვილი, გვანცა მარგებაძე, ილია მიგრიაული, მარიამ მჭედლიშვილი, ანიკი ნიჟარაძე, მედეა პერეზ გაგოშიძე, მარი როდონაია, ანასტასია ტყეშელაშვილი, ქეთო უგულავა, თეკლა ფიცხელაური, სანდრო ქავთარაძე, ნატალი ჩიხლაძე, ეკა ცქიტიშვილი.

„პარალელური კლასის“ აღნიშნული აქტივობის მიზანია – განავითაროს სახელოვნებო თუ სხვა პროფილის საზოგადოებრივ ორგინიზაციებში დაგროვილი ინფორმაციის მოსწავლეებისთვის გაზიარების მეთოდოლოგია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.