fbpx

„ვეხმარებით წასვლაში“ – რუსულენოვანი აქტივისტების საქველმოქმედო პროექტი


გააზიარე სტატია

მულტინაციონალური რუსულენოვანი აქტივისტების, ჟურნალისტების, მხატვრებისა და პოლიტიკოსების მიერ შექმნილი პროექტი მიზნად ისახავს უკრაინელების  საომარი მოქმედებების ზონიდან ევაკუაციას.

დღევანდელი მონაცემებით გუნდს ჰყავს 50 წევრი და 320 მოხალისე, რომლებიც 24/7ზე კონსულტაციას უწევენ ათასობით პიროვნებას, ვისაც სჭირდება დახმარება  და რჩებიან კონტაქტში მთელი ევაკუაციის პროცესის განმავლობაში, უწევენ ფინანსურ, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას არა მხოლოდ უკრაინაში მყოფ ხალხს, არამედ იმ უკრაინელებსაც, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ იძულებით წაიყვანეს რუსეთში.

მოხალისეები მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, ესენია: ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, გერმანია, ჩეხეთი, რუსეთი, ინდონეზია, პოლონეთი და ა.შ.  საქართველოში დაახლოებით 100 მოხალისე  მონაწილეობს პროექტში.  

მოცემული მომენტისათვის პროექტი “ვეხმარებით წასვლაში“ გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და ეფექტური გზა უკრაინელების სასწრაფო ევაკუაციისა.   

მოხალისეები ადგენენ უსაფრთხო მარშრუტებს და ავრცელებენ მძღოლების, ავტობუსებისა და მატარებლების განრიგებს. უწევენ კონსულტაციას უკრაინელებს, ვისაც სურს საზღვრის ლეგალურად გადაკვეთა, პარალელურად ეხმარებიან მათ, ვისაც არ შეუძლია უკრაინის ტერიტორიის დატოვება – წამლების მოძიებით, ინფორმაციის გავრცელებით უსაფრთხოების წესების შესახებ. აკავშირებენ  ადამიანებს სხვა მოხალისეთა ჯგუფებთან, სახელმწიფო სამსახურებთან, არაკომერციულ ორგანიზაციებთან და სხვა. 

გუნდმა  ორგანიზება გაუწია თანხების შეგროვებას და დააარსა ფონდი. შემოსული თანხა სრულად მიდის პროექტის მუშაობაზე: უკრაინელების ევაკუაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა, პარტნიორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარება, ასევე ადმინისტრაციული ხარჯების ანაზღაურება.  ორგანიზატორები  ყველა საჭირო ინფორმაციას ევაკუაციისა და უსაფრთხო ტრანსპორტირების შესახებ ყოველდღიურად აქვეყნებენ თავიანთ  ტელეგრამის არხზე, რომელსაც 85 000 გამომწერი ჰყავს. 30 აპრილის მონაცემებით ყოველდღიურად შემოდის 1000 განაცხადი და დღესდღეობით დამუშავებულია 45000 განაცხადი, რომლის საშუალებითაც 50 000 ადამიანმა მიიღო დახმარება: იფნორმაციული მხარდაჭერა ევაკუაციასთან დაკავშირებით, ფინანსები მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად. პროექტმა   უკვე შეძლო 250 000 ევროს მობილიზება. 

გუნდი აქვეყნებს ანგარიშებს შემოსავლების და გასავლების შესახებ ყოველ 1 თვეში, მისი წევრები ასევე საუბრობენ თავიანთ საქმიანობაზე, აქვთ  კავშირი მედიასა  და ბლოგერებთან, რომელთა დახმარებითაც დიდ აუდიტორიას აწვდიან  ინფორმაციას ორგანიზაციის თაობაზე.  

 ყველა მიღებული ფულადი დახმარება კი მიმართულია  პროდუქტების, მედიკამენტების,  ტრანსპორტირებისა და საცხოვრებელი თანხების ასანაზღაურებლად.   

ამჟამად პროექტ „ ვეხმარებით წასვლაში“ სჭირდება მეტი საჯაროობა, რაც ხელს შეუწყობს  თანხის შეგროვებას ომის ეპიცენტრში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, და რაც მთავარია მეტ უკრაინელს მიაწვდენს  ხმას, თუ როგორ  შეგვიძლია მათი დახმარება ამ რთულ სიტუაციაში. 

პროექტის ოფიციალური სოცქსელები:  https://taplink.cc/helpingtoleave.org/p/951539/

ფოტოები: ნიკა ერგემლიძე, მაშა ჩორნაია. 

 

 

 

 

 

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.