fbpx

ჯეფ კუნსის ახალი NFT პროექტი მთვარეზე დაეშვება


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილ

 

ჯეფ კუნსი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნიმუშების შემქმნელი ხელოვანია, თუმცა მისი შემოქმედება  მალე დედამიწის სტრატოსფეროს გასცდება და, არც მეტი, არც ნაკლები, მთვარეზე გადაინაცვლებს. 

ახალ პროექტში, სახელწოდებით  Jeff Koons: Moon Phases (“ჯეფ კუნსი: მთვარის ფაზები”)  67 წლის მხატვარი თავის პირველ NFT კოლექციას Pace Verso-სთან (გალერეის Web3 პლატფორმა –  ტექნოლოგიური მიღწევებითა და მთვარით  შთაგონებული ნამუშევრები) წარადგენს. კუნსმა NFT-ს სივრცეში შეჭრის სურვილი ჯერ კიდევ 2021 წელს წელს გამოთქვა,  მას შემდეგ, რაც გაგოსიანთან და დევიდ ზვინერთან გაწყვიტა კავშირი და მხოლოდ Pace-სთან მუშაობა გადაწყვიტა.  

თითოეული უნიკალური ციფრული ნამუშევარი „მთვარის ფაზების“ სერიიდან ფიზიკურ სკულპტურას შეესაბამება. 2022 წლის ბოლოს ამ  სკულპტურებს კენედის კოსმოსური სადგურიდან გაუშვებენ კოსმოსში, რომელიც შეერთებული შტატების ეკიპაჟის მთვარეზე ბოლო მოგზაურობის 50 წლის იუბილეს დაემთხვევა. პროექტს საქველმოქმედო განზრახვაც აქვს: შეზღუდული რაოდენობის NFT-ები Pace-ს მეშვეობით გაიყიდება, ხოლო პირველად მიღებული  შემოსავალი  Doctors Without Borders-ს გადაეცემა. 

როგორც თავად არტისტმა აღნიშნა, მას ისტორიულად მნიშვნელოვანი NFT პროექტის შექმნა სურდა, „რომელიც ჰუმანისტურ და ფილოსოფიურ აზროვნებაზეა  დაფუძნებული“. მისი თქმით, კოსმოსში ჩვენი მიღწევები კაცობრიობის უსაზღვრო პოტენციალს წარმოადგენს: „კოსმოსის გამოკვლევამ შეგვიქმნა  პერსპექტივა  ჩვენი შესაძლებლობები   შეუზღუდავად  გასცდეს დედამიწას”.   სწორედ ეს იდეებია მთავარი  კუნსის NFT პროექტში, რომელიც შეიძლება გავიგოთ, როგორც კაცობრიობის მიღწევების გავრცელება  ჩვენს პლანეტაზე და მის ფარგლებს გარეთ.

პროექტი  კოლაბორაციაა კუნსისა და Pace Verso-ს, ასევე, NFMoon-ს – პატრიკ კოლანჯელოს მიერ დაარსებული ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების კომპანიასა და შანტელ ბაიერის  დაარსებულ 4Space-ს შორის. ეს უკანასკნელი  ქალის საკუთრებაში არსებული პირველი კოსმოსური კომპანიაა, რომელიც მთვარეზე მიემგზავრება და თანამშრომლობს Intuitive Machines-თან, რომლის  დაპროექტებული Nova-C მთვარის ლანდერი კუნსის სამუშაოს განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ 4Space ასევე, ჯეფ ბეზოსის აეროკოსმოსური კომპანიის, Blue Origin-ის ოფიციალური პარტნიორია, რომელმაც გასული წლის აგვისტოში ამოაკო ბოაფოს ნახატები კოსმოსში გაუშვა. 

სკულპტურები პირველი ავტორიზებული ნამუშევარია, რომელიც მთვარის ზედაპირზე განთავსდება, კერძოდ, Oceanus Procellarum ზონაში (მთვარის ჩრდილოეთიდან  სამხრეთის ღერძზე, 1600 მილზე  გადაჭიმულ ტერიტორიაზე), სადაც ისინი სამუდამოდ დარჩება  გამჭვირვალე და თერმულად დაფარულ მინიატიურულ თანამგზავრში, CubeSat-ში, როგორც Intuitive Machines ვიცე-პრეზიდენტმა და NASA-ს ყოფილმა ასტრონავტმა ჯეკ ფიშერმა განმარტა. 

„მთვარეზე დაფუძნებული NFT პროექტი, ჯეფის მონუმენტურ კარიერას,  ხელოვნებაში მის გავლენას და  მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედის ხედვას  უსვამს ხაზს“. – ამბობს მარკ გლიმჩერი, Pace Verso-ს აღმასრულებელი დირექტორი. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.