fbpx

გოგი წერეთელი – სამოქალაქო ომის თარიღები Dédicace Gallery-ში


გააზიარე სტატია

Dédicace Gallery – დედიკას გალერეა წარმოგიდგენთ გოგი წერეთლის მონოტიპიებს – „სამოქალაქო ომის თარიღები,“ რომლებიც ხელოვანმა სამოქალაქო ომის პერიოდში ორი კვირის განმავლობაში შექმნა და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, უკვე 30 წელია არტისტის 150-მდე მონოტიპიური ნაწარმოები რეზონანსს ახდენს ქართულ და არა მარტო ქართულ სახელოვნებო სივრცეში.

1992 წელს შესრულებული ნამუშევრები დღემდე ინარჩუნებს ემოციურ კავშირს უახლეს ხელოვნებასთან და ერთგვარად წინამძღვარი ხდება ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიული და ვიზუალური აღქმის კვლევაში, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ფართო საზოგადოებისთვის ჩვენება და გაცნობა.

გოგი წერეთელი, როგორც ხელოვანი, ექსპერიმენტატორი გრაფიკოსია. მისი მთელი შემოქმედება რაღაც ახლის, მეთოდისა თუ შინაარსის ძიებას გამოსახავს.

1991-1993 წლებში, სამოქალაქო ომის პერიოდში შესრულებული აბსტრაქტული მონოტიპიები წარმოადგენს არტისტის სენსიტიურ გამოვლინებას ქვეყანაში შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის პერიოდში, იმ დროს არავინ იცოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები, არტისტის მხრიდან თითქოს ეს იყო მცდელობა მაქსიმალურად გამოევლინა საკუთარი თავი.

გამოფენაზე გოგი წერეთლის შემოქმედების სრული კატალოგის პრეზენტაციაც გაიმართა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.