fbpx

თამარ ბოჭორიშვილის სოლო გამოფენა, ‘ხორცისმჭამელი ტირის’ გალერეა ართბითში


გააზიარე სტატია

გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ თამარ ბოჭორიშვილის რიგით მეორე პერსონალურ გამოფენას ‘ხორცისმჭამელი ტირის’.

მიმდინარე ექსპოზიცია ბოჭორიშვილის 2021- 2022 წლებში შექმნილ გრაფიკულ ნამუშევრებს, კოლაჟებსა და ფიგურებს აერთიანებს.

სერიული ნამუშვარი ‘ხორცისმჭამელი ტირის’ აერთიანებს ორ ნარატივს. პირველი უშუალოდ უკავშირდება პირად ისტორიას, რომელიც მოგვითხრობს ხელოვანის ძაღლზე და იმ გამოცდილებაზე, რაც მასთან ურთიერთობამ მისცა და დაანახა. მეორეს მხრივ კი ეს არის გეოგრაფიული იდენტობის, როგორც კულტურული ინფორმაციის აღმოჩენა და ამ ინფორმაციის ასახვისთვის საჭირო ფორმების შექმნა, რასაც წინ უძღვის ხელოვანის ფანტასმაგორიული, სიზმრისეული მოგზაურობა თუშეთში.

თამარ ბოჭორიშვილის ნამუშევრები საკუთარი თავის ძიებისა და შემეცნების შესახებ თხრობაა. განსხვავებული მასალისა და ტექნიკის შეთავსებით შექმნილი გრაფიკული ნახატები და ობიექტები წარსული გამოცდილების, დრამატიზმისა და მოულოდნელი მომავლის მოლოდინის შესახებ ყვება.

ნამუშევრები წარმოადგენენ მცირე ზომის ობიექტებსა და ქაღალდზე შესრულებულ ნახატებს. ისინი ერთი მხრივ მხიარულია და თამაშს (სათამაშოს) ჰგავს, მეორე მხრივ გამოხატავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ოჯახი და საზოგადოება, სხეული და სექსუალობა, სიკვდილი და ქვეცნობიერი. ნამუშევრები ფორმას იღებენ პერსონალური და კოლექტიური გამოცდილებიდან, იცვლებიან თხრობითობის მნიშვნელობების მიხედვით. ისინი მეტყველებენ ისეთ ძირეულ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოების ყველა დონეზე დომინირებს და დრამატული კონტექსტიდან მხიარულ თამაშის ფორმებში გარდაიქმნებიან.

გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 22 მაისის ჩათვლით შეეძლება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.