fbpx

SMASH – FUNGUS GALLERY-ს პირველი გამოფენა


გააზიარე სტატია

10 აპრილს კარგარეთელის N2-ში პროექტ FUNGUS-ის ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა, რომელმაც დამთვალიერებელს ჯგუფური გამოფენა SMASH წარუდგინა.

ჩვენ ვოცნებობდით სამყაროზე, სადაც არავინ დაისაკუთრებდა ჭეშმარიტებას. სამყაროზე, ფერთა სრული სპექტრით.

ვებრძოდით სისტემებს,  სტერეოტიპებს, გენდერულ როლებს და ჩაგვრებს.

ომის დაწყებამ იმ ორბუნებოვნებაში დაგვაბრუნა, საიდან გაქცევასაც ვცდილობდით: შავსა და თეთრში, კეთილსა და ბოროტში, მტერსა და მეგობარში.

პაციფისტები მილიტარისტებად ვიქეცით, კოსმოპოლიტები – პატრიოტებად, ათეისტებმა ლოცვა დავიწყეთ.  ნაწილმა იარაღი ავიღეთ ხელში, ნაწილმა – იარაღად ქცეული ინსტრუმენტები და ბრძოლა გავაგრძელეთ.

მის პირისპირ გავერთიანდით, როცა ერთობა სხვა განზრახვით წარმოგვედგინა. ისტორიები, რომლებსაც წინა თაობებისგან ვისმენდით, ახლა ჩვენი აწმყოა. ამ ომში, სისხლს მოწყურებული ურჩხული, რომელიც დაუმარცხებელი გვეგონა, კვდება.

აგონიაში, სიკვდილის წინ სიკვდილს დაეძებს, ანგრევს და მთელი სისასტიკით სპობს სიცოცხლეს.

…სანამ იდეა ცოცხალია ომი არ დასრულებულა.

და სანამ ომი არ დასრულებულა, დამარცხებული არავის გვქვია.

გამოფენაზე არაერთი ხელოვანის ნამუშევრები იყო წარდგენილი, როგორებიცაა: Neba Andyboll, უტა ბექაია,  ქეთი ნადიბაიძე, GOD ERA, ლაშა ყაბანაშვილი, K.O.I, ლოლა, დავით აფაქიძე, დათო ქორიძე, გიორგი კარტოზია, ვლადისლავ პლისეცკი.

გამოფენის დათვალიერება 10 მაისამდე იქნება შესაძლებელი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.