fbpx

ხელნაკეთი ნივთების სააღდგომო კოლექციები ქართული ბრენდებისგან


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე დიდი რელიგიური დღესასწაულია, თუმცა, საკრალურ მნიშვნელობასთან ერთად, მას  უამრავი ტრადიცია უკავშირდება. ადამიანებისათვის აღდგომა  განახლების სიმბოლოა, რასაც განსაკუთრებული ზეიმით ვხვდებით. აღდგომის ასეთმა  მნიშვნელობამ არაერთ რიტუალს დაუდო საფუძველი, რომელიც დღემდე  სხვადასხვა სიმბოლური დეტალით გამოიხატება. 

ამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე ქართულ ბრენდს, მაღაზიას და სახელოსნოს, რომლებიც  სააღდგომო თემატიკის ორიგინალურ ნივთებს გვთავაზობენ. 

 

ბამბა 

“ბამბა” ქართული ბრენდია, რომელიც ინტერიერისათვის განკუთვნილ ტექსტილის ნაწარმს გვთავაზობს. აქ  შეხვდებით ბუნებრივი ქსოვილისაგან დამზადებულ  მაგიდის სუფრებსა და სხვა აქსესუარებს. სააღდგომო  დღესასწაულისათვის “ბამბა” სპეციალურ  კოლექციას  გვთავაზობს.  თემატური დეკორით გაფორმებული  სუფრები და ხელსახოცები მხატვარ ნატალია ქალიაშვილთან კოლაბორაციით შეიქმნა. პროდუქციის შეკვეთას ბრენდის სოციალური მედიის არხების – Facebook-ისა  და Instagram-ის  მეშვეობით შეძლებთ. გარდა ამისა, “ბამბის” კოლექციები ასევე  წარმოდგენილია  ზანდუკელის 7 ნომერში მდებარე ტექსტილის არტ-სტუდია –  Silkroom-ის სივრცეში. 

 

Ceramic Studio 1300 

Ceramic Studio 1300 კერამიკის სახელოსნოა, რომელიც ინტერიერისათვის განკუთვნილ ნივთებს ქმნის. დეკორატიული და პრაქტიკული დანიშნულების დეტალები სტუდიის ესთეტიკისათვის დამახასიათებელი ხელწერით იქმნება. სააღდგომოდ სახელოსნო სპეციალურ  კოლექციას გვთავაზობს, რომელიც ხელით მოხატულ დეკორატიულ კვერცხებსა და თემატური დეკორით გაფორმებულ თეფშებს აერთიანებს. Ceramic Studio 1300-ის მაღაზია  ეგნატე ნინოშვილის 8 ნომერში, მულტიფუნქციურ სივრცე “ფაბრიკაშია” განთავსებული. 

 

White Studio

კერამიკის  სახელოსნო  White Studio ყოველწლიურად ახალ სააღდგომო კოლექციებს ქმნის და არც ეს წელია გამონაკლისი. კოლექციები აერთიანებს სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს – ჭურჭელს, დეკორატიულ სუვენირებს, თიხისა და ტექსტილის აქსესუარებს. სასურველი ნივთების შეძენა შესაძლებელია White Studio-ს ონლაინმაღაზიის მეშვეობით, ასევე სახელოსნოს შოურუმებში – პეტრიაშვილის 18 ნომერსა და რუსთაველის 17 ნომერში.

 

Crater Ceramic Design

ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის სინთეზით შექმნილ კერამიკის სააღდგომო კოლექციას აღმოაჩენთ  სახელოსნო Crater Ceramic Design-ში.  ხელნაკეთი სააღდგომო კოლექცია ლიმიტირებული რაოდენობის დეკორატიულ  სუვენირებს აერთიანებს. სასურველი ნივთის  შეძენა  შესაძლებელია  Facebook-ისა და Instagram-ის მეშვეობით. კოლექცია ასევე წარმოდგენილია Crater Ceramic Design-ის სახელოსნოში, რომელიც ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, 19 ნომერში მდებარეობს.

 

Red 

თუ ინტერიერში მინიმალისტური და ორიგინალური დეტალები მოგწონთ, მაშინ Red-ის კოლექციები აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. ეს არის ქართველი ხელოვანების გაერთიანება, რომლებიც კერამიკის გამორჩეულ ნივთებს ქმნიან. სადღესასწაულო თემატურ კოლექციაში წარმოდგენილია დეკორატიული სააღდგომო კვერცხები, რომლებიც   ქართველმა კერამიკოსებმა დამახასიათებელი ვიზუალით გააფორმეს. Red-ის სააღდგომო კოლექციის დათვალიერებას და სასურველი ნივთის შეძენას ცაბაძის 3 ნომერში მდებარე სივრცეში შეძლებთ. 

 

The Shop

სპეციალური სააღდგომო კოლექცია ამჯერადაც წარმოდგენილია კონცეპტუალურ მაღაზია The Shop-ში, რომელიც თბილისში, სასტუმრო “სტამბაში” მდებარეობს. 

ეს არის კოლექცია, რომელიც სიმბოლური და ტრადიციული მნიშვნელობის ნივთებს აერთიანებს. სადღესასწაულო სამზადისისას  The Shop-ის სივრცეში აღმოაჩენთ სააღდგომო კვერცხის  ფორმის  სანთლებს, სამზარეულოს აქსესუარებს, სიმბოლური დეკორით გაფორმებულ ხელსახოცებს, სააღდგომო თემატიკის რბილ სათამაშოებს. აღსანიშნავია, რომ The Shop-ში წარმოდგენილი პროდუქცია  ეკომეგობრული მასალით იქმნება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.